Digest Logo

„ერთ-ერთი ქვეყანა 10 მილიონს მთავაზობდა... ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს...“ - ლაშა ტალახაძე

1659348845
ლაშა ტალახაძე

სპორტსმენი ლაშა ტალახაძე, რომელმაც არაერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას, ჰქონდა თუ არა შეთავაზება, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმისა და სხვა ქვეყნის სახელით გამოსვლის თაობაზე, შემდეგნაირად პასუხობს.

„შემოთავაზება რომ მქონდა, პირველ რიგში, ის მეფიქრებოდა, სხვა ქვეყნის დროშა როგორ უნდა ავწიო-მეთქი. ჩემი პასუხი ყოველთვის იყო – ვერა, ამას ვერ გავაკეთებ! მაგრამ სულ მაინტერესებდა, რამდენს მთავაზობდნენ. პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე,  ერთ-ერთი ქვეყანა ათ მილიონს მთავაზობდა, ბოლო პერიოდში კი ხუთ მილიონზეც იყო საუბარი. ჩემთვის ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს. ჩემთვის, საქართველოს გარდა, არანაირი სხვა სამშობლო არ არსებობს“.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ატარებს წყვილი თაფლობის თვეს საბერძნეთში - ახალი კადრები

🔵„ასე იგეგმებოდა“ - რატომ სტუმრობდნენ ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა ქორწილამდე ელდარ შენგელაიას?

🔵„იმედია, ხვდება ის ფოტოგრაფი, სულ რომ არ ყოფილა ქორწილში, არავინ არსად სამუშაოდ არ დაუძახებს?“- ლაშა ბასლანძე