Digest Logo

„ჩემი შვილის მოლოდინში შვილიშვილი დავიჭირე ხელში...“ - მაკა ზამბახიძე

1653154260
ზამახიძე მაკა

მომღერალმა მაკა ზამბახიძემ „სხვა რაკურსში“ ბებიობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა:

„ბებია ვიცი ღუნღულა, მე რა ბებია ვარ, მწვალებელი, ისე ვაწვალებ, მაგლიჯავენ ხელიდან. ისე ვზრუნავ, როგორც ჩემი შვილი მაძლევს საშუალებას, რადგან ქორივითაა, არავის არ უშვებს მასთან, არის იდეალური დედა, საათივით აქვს აწყობილი ყველაფერი. მისი ნივთები არასდროს აქვს არეული, კეთილი შურით მშურს… ჩემზე კარგი დედაა“, - ამბობს მომღერალი.

გია ჯაჯანიძის კითხვაზე, თავად უნდა თუ არა კიდევ შვილი, მაკა დადებითად პასუხობს: „რა უცნაური იქნება, არა? ჩემი შვილის მოლოდინში უცბად ჩემი შვილიშვილი დავიჭირე ხელში. რომ დავფეხმძიმდე, გავაჩენ…“ - უპასუხა მაკა ზამბახიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი