Digest Logo

„აქამდე ერთადერთი შეყვარებული მყავდა... ერთ გადაცემაში ვთქვი, შეყვარებული ვარ-მეთქი, მაგრამ ისე მოხდა, რომ დავშორდით...“ - ბაბი კირკიტაძე

1652261267
ბაბი კირკიტაძე

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი, ბაბი კირკიტაძე ჟურნალ „სარკეს“ პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხობს:

„ცხოვრების ამ ეტაპზე რომ ვთქვა, პირად ცხოვრებაში რამე ხდება-მეთქი, მოგატყუებთ. როცა რაღაც ხდებოდა, დიდად არც მაშინ გამოვირჩეოდი საჯაროობით. პირადი ცხოვრება დახურული მაქვს და ძალიან ცოტა მეგობარმა იცოდა იმის შესახებ, რომ შეყვარებული ვიყავი. ერთი წლის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, შეყვარებული ვარ-მეთქი, ვინაობა არ მითქვამს, მაგრამ ისე მოხდა, რომ მალე დავშორდით. ჩემი გამომწერებისთვის პირადი თემა დახურული მაქვს. იმიტომ არა, რომ რაღაცებს ვმალავ, იმიტომ, რომ ვთვლი, პირადი სივრცე პირადია.

ეს თქვენს ცხოვრებაში პირველი დიდი სიყვარული იყო?

კი. აქამდე ერთადერთი შეყვარებული მყავდა“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია შეხება აღარ ჰქონია“ - ხათუნა ხოფერია

🔵„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

🔵საქართველოში +28 გრადუსამდე დათბება