Digest Logo

„ამბობენ, რომ მამაჩემის ძმაკაცის საყვარელი ვიყავი…“ - თამთა გოდუაძე

1652196241
გოდუაძე თამთა

ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ  პოპულარულ იუთუბერთან გადაცემაში თითქმის ყველაფერზე ისაუბრა -  საქართველოზე, ჭორებზე, რომლებიც მასზე ცხოვრებაში გაუგია. მან განმარტა აინტერესებს თუ არა საზოგადოების აზრი...

როგორც ის ამბობს, არაერთი ჭორი გაუგია, რომელსაც მასზე ავრცელებენ. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, მასზე მოარული ხმები გავლენას არ ახდენს.

„არ ვინტერესდები რას ამბობენ, თუმცა, ყველაზე დასამახსოვრებელი იყო რასისტული განცხადებები, ასევე ჩემი ქორწინების ისტორია და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრები. მათგან სიმართლე კი არცერთი არ არის.

„დაახვიე შენს საქართველოში“ - ეს იყო ყველაზე ხშირი და მტკივნეული გამოხმაურებები, რომლებსაც ჩემი მისამართით საბერძნეთში რასისტები აჟღერებენ.

რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, მოიგონეს, რომ მამაჩემის ძმაკაცის საყვარელი ვიყავი და როცა ეს მამაჩემმა გაიგო, იძულებით დაგვაქორწინა.

ასევე, ამბობენ, რომ ანორექსია მაქვს, მაგრამ მსგავსი არაფერი მჭირს“  - ამბობს თამთა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ყველამ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილს არც პუტინთან აქვს რაიმე კავშირი და რუსეთთანაც წლებია შეხება აღარ ჰქონია“ - ხათუნა ხოფერია

🔵„იმოქმედეთ გააზრებულად, რადგან დღეს დაშვებული შეცდომა აუცილებლად მოგვიანებით შეგახსენებთ თავს“ - ცაგარელი

🔵საქართველოში +28 გრადუსამდე დათბება

წყარო: www.primetime.ge