Digest Logo

„ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია… პოლიციელების კოლონა მოგვადგა, მიწაზე დავწექით, ვიღაც იარაღის ლულას მირტყამს...“ - ჯაბა კილაძე

1668974385
ჯაბა კილაძე

მსახიობი ჯაბა კილაძე გადაცემაში „სხვა კითხვები ნიკოლოზისგან“ იხსენებს ისტორიას, რომელიც თავს შემთხვევით გადახდა და რომლის გამოც ლამის ციხეში მოხვდა.

„ამ თემაზე საჯაროდ არასდროს მისაუბრია… შეიძლება ამ სტუდიაში არც ვყოფილიყავი. მოკლედ, კუს ტბაზე ავდივართ რამდენიმე მეგობარი. მაშინ „შუა ქალაქი“ ჯერ არ იყო და მასიურად არ მიცნობდნენ. მხოლოდ სერიალი „მტვრის გემო“ გადიოდა. საღამოს კუს ტბიდან ვბრუნდებით და დიდი საცობია. ამ დროს გვიჩერებს უცხო მანქანა და გვეუბნება, რომ შეუძლია წაგვიყვანოს. მე კუთხეში კარებთან დავჯექი. მანქანა რომ დაიძრა, წინ მჯდომი უცნობები ჰყვებიან, როგორ სცემეს ვიღაც ტიპები. რაღაც მომენტში ტელეფონი ავწიე და ვხედავ, რომ წინ ნიღბებში გადაცმული პოლიციელების კოლონა დგას.

ეს ტიპი იძახის მგონი მე მეძებენო. ამის შემდეგ უკნიდან პოლიციელების კოლონა მოგვადგა. ეს ყველაფერი წამის მეასედებში ხდება. მესმის ხმა „დაყარეთ იარაღი“. გავაღე კარები და დავწექი მიწაზე. ვიღაც ტიპი იარაღის ლულას მირტყამს. ყველა ისტერიკაშია. საშინელება ხდება. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთ ტიპს გამომძიებელთან მოსვლია უთანხმოება. მერე ყველაფერი დალაგდა და გადავრჩით. პოლიციელმა გვიჯიგრა და თქვა, ესენი არაფერ შუაში არიანო. ჩვეულებრივად შეეძლოთ დავეკავებინე. ჰქონდათ გადაცემული, რომ ხუთკაციანი დივერსიული ჯგუფი მოდიოდა კუს ტბიდან“, – საუბრობს ჯაბა კილაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს რა ტრაგედია მომხდარა ღმერთო“ - თამარ ივერი აშშ-ში მომხდარ ავარიას ეხმიანება რომელშიც ქართველი ძმები მოჰყვნენ

🔵„ფიფა ამოთხვრილია კორუფციაში, მასპინძლებმა მასპინძლობისთვის ათასობით ცოცხალი ადამიანი გაისტუმრეს საიქიოს“ - გივი თარგამაძე

🔵„შეამოწმეთ პროდუქტის ხარისხი და ვარგისიანობა, რადგან მაღალია საკვებით და სასმლით მოწამვლის ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი