1653030520
გადაცემა „ღამის
პრაიმთაიმი“ ერთ-ერთ
მნიშვნელოვან თემას -
ჭარბწონიანობას და მის
მინუსებს მიეძღვნა.
მოწვეული სტუმრები, აზრთა
სხვადასხვაობის გამო,
ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ და
ერთ-ერთმა სტუმარმა
გადაცემაც კი დატოვა.
ეთერში დაპირისპირებამ
სოციალურ ქსელშიც
გადაინაცვლა. ჟურნალისტ
თამუნა გომართელს და
ასევე ჟურნალისტ მერსი
სულხანიშვილს საჯაროდ
დაუპირისპირდა ფეისბუკ
საზოგადოება. რის გამოც
მერსი სულხანიშვილმა
განმარტებების კეთება
დაიწყო, სადაც ცდილობდა
გადაცემის ირგვლივ
აგორებულ სკანდალზე
პასუხი გაეცა. ის
აღნიშნულში პირდაპირ
თამუნა გომართელს
ადანაშაულებს და ამბობს,
რომ თვითონ არაფერ შუაშია
და გადაცემა უბრალოდ ცუდად
დაამონტაჟეს. ასევე
ამტკიცებს, რომ გადაცემა
სპეციალურად დაამონტაჟეს
ასე და მნიშვნელოვანი
მომენტები ამოჭრილია. რაც
შეეხება ერთ-ერთი სტუმრის,
გვანცა მაღლაკელიძის
ეთერიდან გაქცევას, ამბობს,
რომ გვანცა მისი
განცხადების შემდეგ არ
წასულა... როგორც მერსის
სტატუსებიდან ვიგებთ,
ხალხის ნაწილი პირად
შეტყობინებებს უგზავნის
და ამ ყველაფერში უშუალოდ
მას ადანაშაულებს.
იხილე მეტი