Digest Logo

ვინ არის თბილისში მოკლული 31 წლის ქალი

1653148706
სოფო კვარაცხელია

21 მაისს თბილისში შემზარავი შემთხვევა თბილისში - ქმარმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცოლს მუნიციპალურ ტრანსპორტში ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ დანაშაულს გულისხმობს. სასჯელი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოკლული ქალი 31 წლის სოფო კვა­რა­ცხე­ლი­აა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ცნობილია, რომ სოფო კვარაცხელია ზუგ­დი­დის ყო­ფი­ლი მა­ჟო­რი­ტა­რის მე­რაბ ქვა­რა­ი­ას ბი­უ­რო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი