Digest Logo

„ვიღაც უსისხლო ნაბიჭვრის მიერ გაყრილმა დანამ შეიწირა შენი ენთუზიაზმით სავსე სიცოცხლე ძმაო...“ - პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს

1652247683
გარდაცვლილი

პოლონეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ბექა ლაგვილავა ავრცელებს და ამბობს, რომ გარდაცვლილს ჭრილობები უკრაინის მოქალაქემ მიაყენა.

მოკლულ ახალგაზრდას სოციალურ ქსელში მეგობრები, ახლობლები და ნათესავები ემშვიდობებიან.

„როგორი უბედური 22-ე დაბადების დღე გითენდება, ბექუშ! ვიღაც უსისხლო ნაბიჭვრის მიერ გაყრილმა დანამ შეიწირა შენი ენთუზიაზმით სავსე სიცოცხლე ძმაო. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის მიერ, დანით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და სიცოცხლეშივე, ადამიანობით და ღირსეული ცხოვრებით დაფასებული ჩვენი პანტე. 

უფალს ებარებოდე ძმაო!“, - წერს ბექა ლაგვილავა.

„რატომ უნდა იღუპებოდნენ ასეთი ახალგაზრდები ?? ღმერთო, ვერ ვიჯერებ, ჩვენი პანტე. დღეს შენი 22 წელი უნდა აღენიშნათ პანტე, არ დაგცალდა...“, - წერს გარდაცვლილის დეიდაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵ქუჩები, სადაც 11 მაისს ელექტროენერგია შეიზღუდება - გადაამოწმე შენი მისამართი

🔵„ტ@აკი დააყენე და წითელ ხაზს ნუ ცდები, თორემ სადარბაზოში გიპოვიან დაჩეხილს, შე ძუკნა @ლექალა“ - ვინ ემუქრება ვიკა ბუკიას?

🔵ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აფრთხილებს - მცენარეული ალერგიები, რომლებიც 15 მაისამდე გრძელდება