Digest Logo

„ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო, თქვა“ - საგარეჯოში დაღუპულ პოლიციელს დედამ დაკრძალვაზე მრავალჟამიერი უმღერა

1674570598
დაკრძალვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელი ანანო ბარაბაძე ფეისბუკის პირად გვერდზე კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის - ოთარ ღვინაშვილის დაკრძალვიდან ფოტოს აქვეყნებს.

🔵 „გმირი კაცი მყავდა... 2 დღის წინ მამა-შვილი ერთად ტიროდნენ და ახლა ეს გახდა სატირალი“ - საგარეჯოში მოკლული პოლიციელის ცოლი

ბარაბაძე წერს, დატირების ნაცვლად თუ როგორ უმღერა გმირ შვილს დაკრძალვისას დედამ.

„გმირი შვილი უკნასკნელ გზაზე ღირსეულად გააცილა.

ვაჟკაცებს ცრემლით არ აცილებენო, თქვა და მრავალჟამიერი უმღერა დაკრძალვის დროს შვილს .... ასეთი დედები ზრდიან გმირებს სამშობლოსთვის“,  - წერს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს უფროსი დეტექტივი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი - ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაიკრძალა.

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელი უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელმა პირებმა, გარდაცვლილი პოლიციელის კოლეგებმა და ახლობლებმა.

საპატიო ყარაულმა გარდაცვლილის ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, დაკრძალვის შემდეგ კი მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.

დაკრძალვის ცერემონიამდე, გუშინ, ოთარ ღვინაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართა, სადაც პრემიერ-მინისტრმა, შინაგან საქმეთა მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელის ხსოვნას პატივი მიაგო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს პირადად მიუსამძიმრა.

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოში მომხდარი თავდასხმის დროს დაღუპული პოლიციელი - ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდა სამინისტროს I ხარისხის მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ამ კვირაში სიყვარულის პლანეტა თევზებში გადადის - ვინ რას უნდა ელოდოს რომანტიკულ ურთიერთობებში?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵„ამ კვირაში მთავარი ფავორიტი ხართ - იზრდება თქვენი რეპუტაცია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს