Digest Logo

„უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური…“ – ნათია გოგსაძე შვილის სასამართლო პროცესზე წერს

1642503339
ჟურნალისტი ნათია გოგსაძე

ჟურნალისტი ნათია გოგსაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მეორე სასამართლო პროცესია, რომლის შესახებაც ოჯახს ინფორმაცია არ ჰქონდა. 

როგორც ნათია გოგსაძე იტყობინება, მას განუმარტეს რომ პოლიციელმა თავის შვილს აუწყა მოსალოდნელი სასამართლო პროცესის შესახებ.

ჟურნალისტი ხაზს უსვამს, რომ თავისი შვილი აუტისტური სპექტრის მქონეა, რომელიც უცხოებთან კონტაქტში არ შედის. გოგსაძე ინტერესდება, თუ როგორ ესაუბრა ის სამართალდამცველებს და რის საფუძველზე შედგა ოქმი, ამასთან ტელეწამყვანი აცხადებს, რომ ოქმში საუბრის ადგილი მითითებული არ არის.

„საგიჟეთში ვცხოვრობთ… დღეს, ჩემი შვილის - ლევან გაფრინდაშვილის მეორე სასამართლო პროცესია, (პირველი უჩვენოდ ჩატარებულა) თურმე ჯარში გაიწვიეს, პოლიციელი ესაუბრა მას (როგორც ეს ვაკე საბურთალოს პოლიციის მიერ შედგენილი ოქმიდან ირკვევა, ადგილები დაფარულია ამ ოქმში), გააფრთხილა და ის კი არ გამოცხადდა…

აი, ასეთი არაფერი მინახავს და გამიგია, 18 წელიწადია ლევანიკოსგან ოჯახის წევრები თითო სიტყვას ველოდებით და პოლიციელმა კი მთლად ოქმი შეადგინა! ლევანიკოსთან, რომელიც აუტისტია და უცხოებთან საერთოდ არ შედის კონტაქტში… ან რა ენაზე ისაუბრეს, ან რა ნომერზე დაურეკა… უსამართლობა ბევრი მინახავს, მაგრამ ასეთი ამორალური … ნეტავ შემეძლოს ჯარში გავუშვა, ნეტავ. სამწუხაროდ, სასამართლო პროცესს ვერ ვესწრები, მაგრამ მის უფლებებს დაიცავენ @ Mikheil Gaprindashvili და Ilia Gogsadze“, - წერს ნათია გოგსაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ვისთვის იწყება კარმული პერიოდი და რას უნდა ელოდოთ წელიწად-ნახევრის განმავლობაში

🔵18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵სამსახურის შეცვლა, სასიყვარულო კავშირები და ფინანსები - როგორი იქნება 2022 წელი კუროსთვის?

🔵„დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, ის 20 დღის განმავლობაში ახდება“ - დღის დეტალური პროგნოზი

🔵ათონის მთაზე ბერი გარდაცვლილი იპოვეს

🔵„დედაჩემის სული არ მოგცემთ საშველს მანამ, სანამ საჯაროდ არ იყვირებთ, რომ გენოციდი მოუწყვეთ საქართველოს მოსახლეობას!“ - დეა ადამია