
პიარტექნოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით განცხადებებს ხშირად აკეთებს. ამჯერად, მან ფეისბუკზე დაწერა, რომ მალე საზოგადოება ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრე გახდება.
„ქართველების ერთი პატარა და ვერაგი ნაწილი დღენიადაგ სისხლზე გადის, ქვეყნის გამანადგურებელ ომში ჩასათრევად და გენოფონდის ამოსაწყვეტად, ხოლო სრულიად საქართველო კბილებით იცავს დედა სამშობლოს და დედა ეკლესიას, ესეც ჩვენი ხვედრი ყოფილა...
ჭირსა შიგან გამაგრება..
P.S. უკრაინაში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა ზელენსკი-არესტოვიჩი-ადეიშვილის კლანისგან!
აზოვის მეუღლეები და შვილები მუქარას აღარ მალავენ!
წინ, 44 მილიონიანო უკრაინა!
შენ მშვიდობის და აღზევების ღირსი ხარ და არა რამდენიმე ზნედაცემულის სათარეშო „ჩერნოზემიე".
მალე, ძალიან საინტერესო პროცესების მომსწრე გავხდებით!
შენ გაგიმარჯოს, ჩემო ტკბილო საქართველო! “, - წერს ლალი მოროშკინა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🎥 „საკვების მოპოვება ხალხისთვის ამოცანა გახდა“ - რას ამბობს დომენიკ მანგო