Digest Logo

„უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტი ნებისმიერი სენსიტიური თემის გაშუქების დროს უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული“ - ქეთი კოვზიაშვილი

1660825269
ქეთი კოვზიაშვილი და ნაკაიძე

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ქეთევან კოვზიაშვილის განცხადებით, მედიის მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული უნდა იყოს როგორც თავიანთი კოლეგების საქმეზე ისე ნებისმიერ ბრალდებულზე, მათ შორის სამართალდამცველებზეც.

„როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მე ვგმობ ძალადობას! ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიერ და მიმართ განხორციელებულს.

ძალიან მძიმეა ძალადობის თემა ყველასთვის.

მეორე დღეა, ვაკვირდები, როგორ ფრთხილად აშუქებს მედია კოლეგის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულს.
მივესალმები მედიის მხრიდან თემის გაშუქებისას კოლეგის მიმართ გამოვლენილ სიფრთხილეს.
უდანაშაულობის პრეზუმფციის სტანდარტი ნებისმიერი სენსიტიური თემის გაშუქების დროს უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული.

ბევრი პოსტიც შემხვდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ გამოძიება არ დასრულებულა, ყველაფერი წინაა და არ შეიძლება კოლეგაზე ასე ისაუბრო - და გამახსენდა, გამახსენდა მედიის მიერ გაკეთებული რეპორტაჟები, სადაც ჩემი კოლეგები, პოლიციელები, ყოველგვარი გამოძიებისა და კანონიერი ბრალდების გარეშე, როგორ ჰყავთ მოხსენიებული ეპითეტებით: „მოძალადე პოლიციელი“, „მწამებელი პოლიციელი“, „პოლიციელი, რომელიც იტყუება“, „პოლიციელი ნარკორეალიზატორი“ - და არ ვიცი კიდევ, როგორ „ამკობენ“ ხოლმე სამართალდამცველს.

რთულია, როცა საქმე შენს (თუნდაც ბრალდებულ) კოლეგას ეხება, მაგრამ კიდევ უფრო რთულია, როდესაც ადამიანი ბრალდაუდებელია და მედია მას გამიზნული დისკრედიტაციის მიზნით ძალიან მარტივად მიაწებებს დამნაშავის სტატუსს“, - წერს ქეთი კოვზიაშვილი.

ცნობისთვის, მთავარი არხის ჟურნალისტი ლაშა ნაკაიძე ნაკაიძე 17 აგვისტოს დააკავეს. 

პროკურატურის ცნობით, ის გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს.

ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵უცნობი ცუდად არის

🔵„სიბრძნის და სამართლიანობის, სიკეთის და სულიერების ზეიმის დღეა“ - მიხეილ ცაგარელი

🔵უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა