
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მწვანე პასპორტები, რომელიც კოვიდ რეგულაციების გამკაცრების გამო დაწესდა არ კონტროლდება.
„შრომის ინსპექცია ძალიან გთხოვთ, გადაამოწმეთ რესტორნები და ბარები.
ძალიან ცოტა ადგილას მოწმდება მწვანე პასპორტები ნორმალურად (განსაკუთრებით ღამის და განსაკუთრებით შარდენის ტერიტორიაზე არსებულ დაწესებულებებში). შედიან ნაცნობობით, სხვისი პასპორტებით, ზოგი, შეიძლება, ფულის ჩაკუჭვითაც!
სანამ მოქალაქე არ ისწავლის საზოგადოებაში მოქცევას, კანონის მორჩილებას და წესრიგის დაცვას, მანამდე კოვიდის გაქრობა კი არა, სახელმწიფოდ ჩამოვყალიბებაზე ვერ იქნება საუბარი!
ჯერ რა სირცხვილია შეპარვა და „ჩაწყობით“ რესტორანში შესვლა.
პ.ს. კიდევ რომ დაგვკეტონ, ვინც ჩუმად აპარებთ ხალხს, თქვენი ბრალი იქნება და შემდეგ პრეტენზიები მხოლოდ საკუთარ თავთან“ - წერს ეკო ფანგანი.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„გადაჭამეთ უკვე ერთმანეთი… ფარსია ეს ყველაფერი და ფარისევლები ხართ ყველა!“ - რას წერს ეკო ფანგანი
🔵არ ჩავაკეტვინოთ ქვეყანა, ყველაფერი ჩვენს ხელშია - რას წერს გიორგი ფხაკაძე