
„წალენჯიხაში კემბრიჯის სკოლა შენდება“ - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში „ლელოს“ წევრი თამარ ბელქანია ავრცელებს.
„ღირდა ლოდინად. რამდენიმე წუთის წინ, ოფიციალურად დავიწყეთ იმ მიწის ათვისება, სადაც საქართველოს უნივერსიტეტი ჩვენთან გია ხარჩილავა, მამუკა ხაზარაძე ერთად სრულიად უნიკალურ პროექტს ვუყრით საფუძველს!
ფაბრიკის ტერიტორიაზე პირველი ბურღი დატრიალდა!!
კემბრიჯის სკოლა წალენჯიხაში აშენდება! ესეც გენ.გეგმა და საოკუპაციო გამყოფ ხაზზე ამ სკოლის მნიშვნელობაზე აღარ გკადრებთ რომ გესაუბროთ!
ჩვენ ვიცით რა გვინდა და გვაქვს მიზანი; ეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობითა და მისი ინტერნაციონალიზაციით მოხდება!“, - წერს თამარ ბელქანია/
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან - „როგორც იქნა გვეღირსა“
გიორგი ნაზღაიძე შეყვარებულია - ტელეწამყვანი პირადზე ალაპარაკდა
🔵 „ბავშვის კივილი მესმოდა...“ - დოლიძის ქუჩაზე სასტიკად მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია