Digest Logo

„შუქნიშანზე მოხუცი ქალბატონი იდგა, 2 ყავარჯნით. მთელი გზა ხელმოკიდებული მოჰყავდა“ - ემოციური კადრები სანზონიდან

1686336341
სანზონა სანზონა

ფეისბუკის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში, სოციალური ქსელის მომხმარებელმა ნანა მაჭარაშვილმა სანზონაში გადაღებული ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, თუ როგორ ეხმარება ახალგაზრდა კაცი მოხუც ქალს ზებრაზე გადასვლაში.

„მოგესალმებით. ჩემი სიხარული მინდა გაგიზიაროთ. ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ბიჭის ქცევით, ღრმაღელის მეტროსთან შუქნიშანზე მოხუცი ქალბატონი იდგა 2 ყავარჯნით. ყველა გადმოვიდა, ბებო დარჩა, მაგრამ ერთი ახალგაზრდა ბიჭი დაბრუნდა, ბებოს მოჰკიდა ხელი და გადმოიყვანა.

მთელი გზა ხელმოკიდებული მოჰყავდა. იმდენად ბედნიერი ვიყავი, ვიდეო გადავუღე. იქნებ აქ არის ვინმე, ვინც იცნობს ამ ახალგაზრდას. უღრმესი მადლობა შენ და მადლობა შენს მშობლებს, ასეთად რომ გაგზარდეს.

მეამაყება ასეთი ადამიანები. ვიდეოს ვდებ და ბოდიშს ვიხდი, თუ პროფესიონალურად არაა გადაღებული“, - წერს ნანა მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„პირველად ვდგავარ კამერის წინ სირცხვილის განცდით.რა დავმართეთ ჩვენს პატარა ქვეყანას“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე

🎥 ნუცა ბუზალაძე ლიონელ რიჩის ვიდეომიმართვას ავრცელებს

„ყველას დიდი მადლობა ჩემი და ანუტას მწუხარების გაზიარებისთვის!“ - გია ბარამიძე ინფორმაციას ავრცელებს