Digest Logo

„სარფიანი ნათლია, პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი, ფულით ნაყიდი მოძღვრები, საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით „გულაობა“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

1660309546
ჯანდაცვის ექსპერტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში  მცირე ჩამონათვალს აკეთებს, რაც მისი თქმით, საერთო ჯამში ქართულ რეალობას ქმნის.

„ეს არის, სამწუხაროდ, ქართული რეალობა!

ამ ჩამონათვალის ავტორი არ ვარ, მაგრამ…. თუმცა რამდენიმე პუნქტს არ ვეთანხმები ან ოდნავ შევცლიდი.

ვინაიდან მე არ ვარ ავტორი, დავტოვე ისე, როგორც არის ….

დანარჩენი თავად დაუმატეთ….

1. ვალით გადახდილი ქორწილი;
2. ქუჩაში გამოტანილი რწმენა;
3. სარფიანი ნათლია;
4. ერთმანეთის შურით აშენებული უზარმაზარი სახლები, რომლებიც ისე ინგრევა, გაკეთებას ვერ ასწრებენ;
5. ახალი პატარძლის ხელზე 6 ბეჭედი;
6. ქორწილში ჩოხის ჩაცმით გამოხატული პატრიოტიზმი;
7. სოფლად გაყიდული სახლ–კარი და ბაღ- ვენახი თბილისის ერთ–ერთ გარეუბანში ცხოვრების მიზნით;
8. დიპლომისათვის სწავლა;
9. მიმტანისადმი დამოკიდებულება;
10. სერიალებიდან ნასწავლი ცხოვრებით ცხოვრება;
11. მთელი წლის ნაშრომის ერთ დღეში დახარჯვა ბათუმში.
12.კაბინეტებში სამლოცველო კუთხეები;
13. ფულით ნაყიდი მოძღვრები;
14. ეკლესია ყველა კორპუსის ძირში და მიტოვებული საყდრები სოფლად;
15. დღემდე იმის გარკვევა, პირჯვრის გადაწერა მანქანაში შეიძლება თუ არა;
16. სოციალური ქსელებისთვის გადაღებული ფოტოები და ყალბი კომენტარები: „ულამაზესი ხარ"; "როგორ მიყვარხარ";
17. დასამუშავებული მიწა და საზღვარგარეთიდან შემოტანილი ხილ–ბოსტნეული;
18. საზღვარგარეთიდან გამოგზავნილი ფულით ქმრის „გულაობა";
19. დაობებული ბიბლიოთეკა;
20. უწიგნურობა, უწიგნურობა და კიდევ უწიგნურობა“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ვინ იყო 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა შვილის თვალწინ მოკლა

🔵ქრისტინა იმედაძის საცურაო კოსტიუმმა საზოგადოება აალაპარაკა - რა ფოტოებს აქვეყნებს მომღერალი

🎥 სალომე ჭაჭუას პიკანტურმა ფოტოებმა საზოგადოება აალაპარაკა - რა კადრებს ავრცელებს მოცეკვავე