Digest Logo

„სალომე დიდი სტრესის ქვეშ არის, ნუ გააკეთებთ გაუაზრებელ კომენტარებს.. ამ წუთს არცერთი მისი სიტყვა არ არის ადეკვატური“ - დაკარგული ემიგრანტის ძმის მიმართვა

1643280308
სალომეს ძმა

იტალიაში, ნაპოლში რამდენიმე დღით გაუჩინარებული გოგოს, სალომე ტეტუნაშვილის მისამართით გავრცელებულ ინფორმაციას მისი ძმა სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

ბადრი ტეტუნაშვილი საზოგადოებას გვერდში დგომისთვის მადლობას უხდის და განმარტავს, რომ მისი დის გაუჩინარების მიზეზებზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სიმართლის დადგენას კი ადვოკატები შეეცდებიან.

როგორც ტეტუნაშვილის ძმა აცხადებს, ამ დრომდე სალომე ტეტუნაშვილის არცერთი სიტყვა არ არის ადეკვატური და საზოგადოებამ მოგონილი ისტორიების შესაბამისად არ უნდა იმსჯელოს.

„მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა, არც კი ვიცით სიტყვა მადლობა თუ ატარებს საკმარის შინაარსს, იმისთვის რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ! მადლობა, რომ სალომეს პოვნაში დაგვეხმარეთ; მადლობა, რომ დედას არ ტოვებდით მარტო; მადლობა, რომ ყველა რისკზე მიდიოდით, რათა მიგეღოთ პასუხები...

სალომე ძალიან დიდი სტრესის ქვეშ არის, გთხოვთ ნუ გააკეთებთ გაუაზრებელ კომენტარებს.. ამ წუთს არცერთი მისი სიტყვა არ არის ადეკვატური და ნუ იმსჯელებთ მოგონილი ისტორიების შესაბამისად.

ადვოკატი აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს გამოძიებას! მადლობა, მართლაც საამაყო ხალხი ხართ. მშვიდობას და სამშობლოში მალე დაბრუნებას გისურვებთ",- წერს ბადრი ტეტუნაშვილი.

🔲აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ნახევარი საათია ეკრანს დავყურებ. არ ვიცი, როგორ დავწერო ის, რასაც ახლა ვგრძნობ“ - თინა ხიდაშელი

🔵„ამ ბრალდებისთვის პასუხს ვაგებინებ, აუცილებლად!“ - ბადურაშვილი სკანდალში ეხვევა

🔵27-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, წარმატებული შვილები და კრიზისული პერიოდები - რეზი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

🔵„სრული შოკი მივიღე... 11 ადამიანს წაუვიდა ყინვისგან გული“ - რა მოხდა დადიანების სასახლეში გამართულ მეჯლისზე

🔵„ზღაპარი გზაშია“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი დადიანების სასახლეში გადაღებულ ულამაზეს ვიდეოს აქვეყნებს