Digest Logo

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გამსახურდიას საქმეზე ჩვენი სარჩელი – რას წერენ ადვოკატები

1608551314
ზვიად გამსახურდია

„ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა დღეს. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზვიად გამსახურდიას საქმეზე ჩვენი სარჩელი და დღეიდან ყველა დაზარალებულს შეუძლია მიიღოს საქმის მასალების ასლები“, - ამ ინფორმაციას ადვოკატი ამირან გიგუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

„ეს არის გამარჯვება ყველა ადვოკატისა და დაზარალებულისათვის. დიდი მადლობა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას და პირადად გიორგი გოცირიძეს, რომლის წვლილიც ძალიან დიდია ამ წარმატებაში. ვულოცავ საკუთარ თავს, კონსტანტინე გამსახურდიას და რა თქმა უნდა ცოტნე გამსახურდიას, რომელიც მალე დაგვიბრუნდება. ვულოცავ მთელ ქართულ საზოგადოებას, ამ გადაჭარბების გარეშე ისტორიულ წარმატებას სამართლიანობის გზაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. კონსტიტუციური სარჩელი №1312 („კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) დაკმაყოფილდეს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

2. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. გადაწყვეტილება ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და გაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

კოლეგიის წევრები:

ვასილ როინიშვილი

ევა გოცირიძე

გიორგი კვერენჩხილაძე

ხვიჩა კიკილაშვილი”


აგრეთვე წაიკითხეთ:

დედამ გადაწყვიტა, ბოლომდე მასთან ერთად იბრძოლოს - როგორია გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და რას იხსენებს მასზე ცოტნეს გერი

რატომ არ უყვარდა მერაბ კოსტავას შვილს ზვიად გამსახურდია?

ჩემ ცხოვრებაში ერთი ადამიანი... თუ ვინმე კიდევ გამოჩნდება, აუცილებლად შეგატყობინებთ გრძელცხვირა ციციკორეებს.- სარიშვილი