Digest Logo

„საგანგაშო ინფორმაცია... ერთი ბავშვი გარდაიცვალა “ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

1650998241
ჯანდაცვის ექსპერტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ახალი ტიპის ჰეპატიტის  შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლითაც მისი თქმით, ძირითადად ბავშვები ინფიცირდებიან.

„საგანგაშო ინფორმაცია.

169 ბავშვი 12 ქვეყნიდან (საქართველოში ჯერ არ არის დაფიქსირებული) დაინფიცირდა ახალი ტიპის ჰეპატიტით.

სამწუხაროდ, დაინფიცირებული ბავშვების 10%-ს სჭირდებათ ღვიძლის გადანერგვა.

ერთი ბავშვი გარდაიცვალა.

არავინ იცის ბოლომდე/დაზუსტებით საიდან, რატომ ან როგორ ვრცელდება ეს ჰეპატიტი.

დადასტურდა, რომ კოვიდ ვაქცინებთან არანაირი კავშირი არ არის, დაინფიცირებული ბავშვები არა ვაქცინირებულები იყვნენ.

ჯანმრთელობას გისურვებთ…“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მზის პირველ სხივებს შევეგებეთ“ - ალექსანდრა პაიჭაძე პიკანტურ ფოტოებს აქვეყნებს

🔵„ბიჭის ფოტოს თვალებში ქინძისთავები აქვს ჩარჭობილი“ - შოკის მომგვრელი ამბავი ავჭალის სასაფლაოდან

🔵„მამაჩემი გარდაიცვალა... შემდეგ, ჩემი არასწორი ქმედებებიდან გამომდინარე, ოჯახი დამენგრა“ - ზურა მახარაძე