
უფლებადამცველი ბაია პატარაია ქვეყანაში არსებულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაზე წერს და აცხადებს, რომ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში ფასები კატასტროფულადაა მომატებული.
პატარაია ხაზს უსვამს, რომ მთელი ყურადღება კოვიდით გარდაცვლილ ადამიანებზეა მიმართული და ზუსტად არავინ იცის სხვა პრობლემებით, მაგალითად შიმშილით ან უწამლობით რამდენი ადამიანი იღუპება.
„უკვე ყველა ჯერზე შოკირებული გამოვდივარ აფთიაქიდან და მაღაზიიდან. მე ვერ ვხვდები, რითი სულდგმულობს ამ ქვეყნის უმრავლესობა. საერთოდ რაში ჰყოფნით ან პენსია, ან სოც.დახმარება, ან მასწავლებლის ხელფასი...
ძალიან ბევრი ხალხი შიმშილობს, წარმოუდგენელია ამ ფასებით და მცირე ხელფასით/შემწეობით ვინმემ თავი ირჩინოს.
ან ამას ასე წყნარად როგორ ვიტანთ, ან გარემოვაჭრეების დარბევის უფლებას როგორ ვაძლევთ ჩვენ ხარჯზე მილიონერებად ქცეულ ქოც-ელიტას, პირდაპირ ბიუჯეტის მხაპავებს და მხოლოდ კორუფციით გამდიდრებულებს?!
არც კი ვიცი, რა უნდა ვქნათ... მაგრამ ასე ვუყუროთ? კორონა როგორ კლავს 50 ადამიანს, მაგას ხო შევეჩვიეთ უკვე. შიმშილი რამდენს კლავს და აავადმყოფებს, ვიცით?“ - წერს ბაია პატარაია.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵ეკა მამალაძის 2 ქმარი, მარტოხელა დედობა და რომანი მეგობრის ქმართან