Digest Logo

„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

1653115866
ტრანსპორტის და გზების ორგანიზაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი ბორჯომში, ბოლო ზარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხმაურება.

„როცა სახელმწიფო სტრუქტურები საგზაო შემთხვევებს მშვიდად უცქერენ და პასუხისმგებლობას ყოველთვის სხვას აკისრებენ: „ჩვენ რა შუაში ვარ თვითონ იხოცებიან“

🔵როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს

🔵როცა არც მშობელს და არც ახალგაზრდას გააზრებული არ აქვს რისკები და ჯერ კიდევ ბავშვისთვის ავტომობილის გასართობად ჩუქება პრესტიჟულობასა და მაღალ სოციალურ სტატუსს უსვამს ხაზს

🔵როცა შეგიძლია უსასრულოდ დაარღვიო მოძრაობის წესები, ჩამორთმეული მართვის მოწმობა ჯარიმით დაიბრუნო ან სულაც მართვის მოწმობის გარეშე მართო ავტომობილი დაუსრულებლად

🔵როცა საგზაო უსაფრთხოება არც ბაღში, არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში ისწავლება, ხოლო ავტოსკოლების უმრავლესობა თაღლითურად კოდირების გზით აზეპირებინებს საგამოცდო ტესტს

🔵როცა ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების მნიშვნელოვან რეფორმას იწყებ, მერე მიუშვებ ალალბედზე და გზებზე კამერებს გინდა ჩართავ და გინდა გამორთავ, როგორც გესიამოვნება

🔵როცა დღემდე გაუგებარია საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა ქვეყანაში და თან ცნობიერების ამაღლების კამპანიებიც კი არ აწარმოებს

🔵როცა ერთი ტრაგედიიდან მეორე ტრაგედიამდე ჭკუას ვერ სწავლობს ვერც ხალხი და ვერც პასუხისმგებელი პირები

🔵როცა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია კონტრპროდუქტიულია, არ კეთდება მისი შედეგიანობის ანალიზი და არ ითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას

მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა

მაშინ ქორწილები, ბედნიერებისა და ლხინის ნაცვლად ტრაგედიაა

მაშინ ექსკურსია ჯოჯოხეთია

მაშინ ყოველ წელს საშუალოდ გზაზე 450 ადამიანი გეღუპება და ათასობით სახიჩრდება“, - წერს დავით მესხიშვილი.