
2024 სასწავლო წელი სკოლებში სწავლა განახლდა. სკოლის დაწყება განსაკუთრებით ემოციურია ხოლმე იმ პატარებისთვის, რომლებიც პირველად წავიდნენ სკოლაში და მიუსხდნენ საკლასო ოთახში სკოლის მერხს.
როგორია კარგი მასწავლებელი? - ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და კრიტერიუმებს ასახელებს.
„როგორია კარგი მასწავლებელი?
კარგი მასწავლებელი:
✅ შთააგონებს
✅ მოსწავლეებს არ კიცხავს
✅ სწავლას ახალისებს
✅ აღიარებს, რომ რაღაც არ იცის და შეკითხვაზე პასუხს მოამზადებს
✅ არაფორმალურ განათლებას მიმართავს
✅ მოსწავლეებს პირადად ესაუბრება არა სასკოლო თემებზე
✅ ურთიერთობები აქვს მოსწავლეების ოჯახის წევრებთან ბავშვის საკითხებზე
✅ არ ადარებს სხვა მოსწავლეებს
✅ ქმნის ჯანსაღი შეჯიბრების პირობებს
✅ მოსწავლეებს რთავს სასკოლო ცხოვრებასა და აქტივობებში
✅ არ იქცევა ისე, რომ მუდამ მართალი ჰგონია საკუთარი თავი
✅ ახერხებს მოსწავლეებს განუვითაროს უნარები
✅ გულმოდგინედ ასწავლის და არა აზეპირებს
✅ სწავლისთვის იყენებს თამაშის მეთოდებს
✅ გაკვეთილებს ზოგჯერ არა სასკოლო გარემოში ატარებს
✅ საჭიროებისამებრ მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობს
✅ მოსწავლეებს სამართლიანად აფასებს
✅ არ ქმნის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან საჩუქრების მიღების წინაპირობას
✅ მუდამ ვითარდება თავადაც
✅ მოსწავლეებს აყალიბებს კარგ მოქალაქეებად“,- წერს გოგა ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ მათიაშვილის ქორწილში ნიკოლოზ ხარატმა და ოთო ბაზერაშვილმა იმღერეს - შთამბეჭდავი კადრები
🎥 ანნა სულაბერიძე ბაღში წავიდა - საბავშვო ბაღიდან გამოსულმა კი დედას სამომავლო გეგმები გაუმხილა