Digest Logo

„რა გავაკეთოთ თუ ვინმე პოსტავს თვითმკვლელობის შესახებ“ - არჩილ მარშანია

1653142120
ექიმი არჩილ მარშანია -

ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე როდესაც ვინმეს თვითმკვლელობასთან დაკავშირებით აკვიატებულ აზრებს შეამჩნევს ან საჯარო პოსტს წაიკითხავს.

მარშანიას პოსტს „დაიჯეტსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„რა გავაკეთოთ თუ ვინმე პოსტავს თვითმკვლელობის შესახებ და/ან როგორ ვესაუბროთ ადამიანს სუიციდალური აზრებით:

რა გავაკეთოთ:

✅ დარეკეთ 112-ში, დაუკავშირდით ისეთ ადამიანს ვინც იცის მისი ადგილსამყოფელი

✅ გაითვალისწინეთ, რომ დეპრესია არ არის „უბრალოდ ცუდ ხასიათზე ყოფნა“, პატივი ეცით მის ემოციებს, გახსოვდეთ რომ სუიციდზე ფიქრისას ადამიანი ვერ მსჯელობს ლოგიკურად და მისი ემოციების უგულებელყოფა და/ან განსჯა კარგს არაფერს მოიტანს, პირიქით

✅ (პირადად საუბრისას) ეცადეთ, დაარწმუნოთ ადამიანი რომ მიმართოს სპეციალისტს და დაეხმარეთ ამაში

✅ (პირადად საუბრისას) ეცადეთ, იყოთ კომუნიკაციაში, საუბარს მიუდექით გულისხმიერად, მოუსმინეთ გულდასმით და არ შეაწყვეტინოთ საუბარი, გაამხნევეთ და გვერდში დაუდექით ყოველგვარი „დაშეიმინგების“ ან მსუბუქი გაკიცხვის გარეშე

✅ თუ ვინმესთან შენიშნეთ სუიციდალური აზრების ნებისმიერი საეჭვო ნიშანი, მიიღეთ სერიოზულად და ნუ დააიგნორირეებთ.

რა არ გავაკეთოთ:

❌ არ გააზიაროთ პოსტი და დაარეპორტეთ ის (სუიციდის მცდელობის უპასუხისმგებლოდ გაზიარებას/გაშუქებას ახასიათებს „გადამდებლობა“, განსაკუთრებით ახალგაზრდებში და ადამიანებში ვისაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემები, ეს მოვლენა ვერტერის ეფექტის სახელით არის ცნობილი)

❌ მაშინ როცა, ასევე, არსებობს „პაპაგენოს ეფექტი“, რაც პირიქით, დაკავშირებულია კრიზისების და სუიციდალური აზრების მართვის შესახებ მასმედიაში სწორი საინფორმაციო კამპანიით, სუიციდის შემთხვევების შემცირება/პრევენციასთან)

❌ არ გაასაჯაროოთ ადამიანის პირადი მიმოწერების სქრინები და/ან საუბრის შინაარსი (კონფიდენციალურობა და მისი გრძნობების პატივისცემა გვევალება ყველას)

❌ არ დაიწყოთ დამნაშავის ძიება საჯაროდ და მსჯელობა იმაზე თუ ვისი/რისი ბრალია

❌ არ ისაუბროთ საჯაროდ საკუთარ გრძნობებზე დაზარალებულის მიმართ და ნუ მიმართავთ მას საჯაროდ (დამატებითი წნეხი არაფრის მომტანია)

❌ მოერიდეთ ამ ადამიანთან საჯარო მიმართვებს და კონკრეტული შემთხვევის დეტალების საჯარო განხილვებს

❌ (პირად საუბარში) არ უგულებელყოთ მისი შეგრძნებები (კომუნიკაცია ადამიანთან რომელსაც აქვს სუიციდის აზრები, უნდა იყოს კეთილგანწყობილი და დამხმარე, რის ოქროს წესიც ფაქტობრივად არ არსებობს და მნიშვნელობა აქვს იმას თუ რა ხდება, რა არის იმ კონკრეტულ შემთხვევაში მიზეზი, თუმცა რაც ცალსახად ნეგატიურად აისახება მასზე არის „ყველაფერი რიგზეა, არაფერი გჭირს, თავი მაღლა“-ს ტიპის „გამხნევება“)

❌ (პირად საუბარში) არ მოირგოთ მფარველის როლი - („ყველაფერი უარესად შეიძლება ყოფილიყო“-ს და „ყველაფერი გაქვს იმისთვის რომ კარგად იყო“-ს ტიპის კომუნიკაციას, ჯობს ჰკითხოთ რით შეგიძლიათ დახმარება, რა არის ცუდად ჰყოფნის მიზეზი, რა არის ის რაც უკეთესად აგრძნობინებს თავს)

❌ (პირად საუბარში) არ აიღოთ ზედმეტი საკუთარ თავზე - (ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა არ არის სამარცხვინო, ფსიქოლოგთან თუ ფსიქიატრთან ვიზიტი ჩვეულებრივი ამბავია. ამოსავალი წერტილი საბოლოოდ უნდა იყოს სპეციალისტთან მისვლა და არა სტიგმის გაძლიერება)

❌ აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია ის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა და არა ჩვენ და ჩვენი გრძნობების და შემთხვევის დეტალების საჯაროდ გამოხატვა/განხილვა

ყოველთვის(!) არსებობს გამოსავალი. It's Okay to Not Be Okay. ჯანმრთელობას გისურვებთ““, - წერს არჩილ მარშანია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი