Digest Logo

„პატარა ვიყავი, როდესაც მამაჩემთან მიწევდა იმის მტკიცება რომ გოგო ვარ და არა ბიჭი. არავის ბრალი არაფერია არ არის“ - რას წერს მარიამ ცქიფურიშვილი

1663875606
მარიამ ცქიფურიშვილი

„პატარა ვიყავი, როდესაც მამაჩემთან მიწევდა იმის მტკიცება რომ გოგო ვარ და არა ბიჭი.ცოტა გავიზარდე და ჩემს ძმასთან მიწევდა იმის მტკიცება, რომ მე ვარ პიროვნება, დამოუკიდებელი და არა მხოლოდ მისი და“ - ამის შესახებ მსახიობიო მარიამ ცქიფურიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მოძალადე სოციუმისგან გამოწვეულ ჭრილობებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ბავშვობიდან მიწევს კაცებს ვუმტკიცო, რომ ვარ ადამიანი. და არა მხოლოდ კაცებს, ქალებსაც.

დღეს მესმის, რომ არავის ბრალი არაფერი არ არის ჩვენი ცხოვრების გზაზე და პიროვნული ზრდა, სწორედ იმასაც გულისხმობს რომ გარემოს არაფერს აღარ აბრალებ და ხვდები რომ ყველაფერი რაც შენს ცხოვრებაში მოხდა, საბოლოოდ მხოლოდ შენს სრულყოფას ემსახურება.

თუ უფრო ღრმად ჩახვალ, იმასაც აღმოაჩენ რომ ყველაფერი შენვე დაგეგმე და დაივიწყე. თუმცა, მაინც მინდა ვთქვა ის რაც მეთქმევინება.

პატარა ვიყავი, როდესაც მამაჩემთან მიწევდა იმის მტკიცება რომ გოგო ვარ და არა ბიჭი.
ცოტა გავიზარდე და ჩემს ძმასთან მიწევდა იმის მტკიცება, რომ მე ვარ პიროვნება, დამოუკიდებელი და არა მხოლოდ მისი და.

კიდევ ცოტა წამოვიზარდე და პირველ მოწონებულ ბიჭთან მიწევდა მტკიცება, რომ მხოლოდ გარეგნობა არ არის გადამწყვეტი და მიუხედავად სიპუტკუჩისა, ჩემი მოწონება შესაძლებელია.

კიდევ მეტად როდესაც გავიზარდე, როდესაც უკვე მოვწონდი საპირისპირო სქესს, მიწევდა მტკიცება 299 კაცთან რომ არ ვარ მხოლოდ ძუძუები და სექს ობიექტი და მაქვს სულიც.

კიდევ გავიზარდე და ყველა თეატრში ყველა რეჟისორთან, ყველა სამსახურში, ყველა სოციუმში მიწევდა იმის მტკიცება, რომ მე დამინახე და ჩემი შესაძლებლობებით და არა ჩემი ოჯახი.

კიდევ გავიზარდე და მიწევდა მტკიცება, ბრძენებთან და გურუებთან, ინტელექტუალებთან, უნაკლო ღმერთებთან, უკიდურესად პოზიტიურ ადამიანებთან და ჭკუის კოლოფებთან რომ მიუხედავად მათი მოსწავლეობისა, ჩემშიც ბევრი სიბრძნეა და ჩემგანაც შეუძლიათ რაღაც ისწავლონ.

კიდევ გავიზარდე და მიწევდა მემტკიცებინა, გაუთხოვარი კი არ ვარ, არამედ ჩემი არჩევანია, შვილების და ქმრების გარეშეც ვიყო ბედნიერი და სრული.

კიდევ გავიზარდე და მიწევს ქალებს და კაცებს ვუმტკიცო, რომ მე ჩემი გზა მაქვს, რომელიც ცუდია თუ კარგია ჩემია!
და რომელზედაც უკვე დიდი ხანია ვდგავარ. ვისაც უნდა გამიზიაროს საკუთარი გზა, სიხარულით ან თანაგრძნობით მოვისმენ მაგრამ შინაგანად ნუ მთხოვენ მათ გზებზე ვიარო.

კიდევ მეტად როდესაც გავიზარდე მივხვდი, რომ ერთადერთი ვინც არასოდეს არაფერი არ მამტკიცებინა, ვინც ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, ჩემივე თავია.

„არასრულყიფილი” და „დაუხვეწავი” მხოლოდ საკუთარმა თავმა მიმიღო, რომელიც 34 წელი დავტანჯე „სრულყოფილ”, „უნაკლო” საზოგადოებასთან რაღაცების მტკიცებეთ.

ასე რომ გარემო, ყოველთვის ეცდება რაღაც გვამტკიცებინოს, იქამდე სანამ არ მივხვდებით რომ არაფერი გაქვს დასამტკიცებელი.

ამის მიხვედრა ადვილია, მაგრამ ასე ცხოვრება არც ისე ადვილი, რადგან ის (გარემო) მუდმივად აგრძელებს ფარულ ძალადობას და საკმაო სიფხიზლე მოგეთხოვება ყოველ წამს, რათა მათი მსხვერპლი არ გახდე ან უარესი, მათზე მოძალადე.

პლუს ამას ჯერ ის ჭრილობები უნდა შევახორცოთ, რომელიც მოძალადე სოციუმმა სიკეთის სახელით მოგვაყენა და ყოველ წამს გვაყენებს.

ეს სოციუმი აბსტრაქცია კი არ არის, ეს სოციუმი ჩვენვე ვართ. არავის ბრალი არაფერია არ არის და თან ყველაფერი ყველას ბრალია“, - წერს მარიამ ცქიფურიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„გეტყვით, თუ რა მაგიური რიტუალის ჩატარება შეგიძლიათ ამ დღეს“ - ხათუნა ნოელი 23 სექტემბრის მისტიკურ დღეზე

🎥 „უფრო დამოუკიდებელი გავხდი, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია შესაცვლელი“ - დოკუმენტური ფილმი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

🔵„სიურპრიზად მივიყვანე უკვე გამზადებულ ბინაში და ეს ცალკე შოკი იყო. შრომა დასჭირდა, დიდია ტერასული აივნებით“ - როგორ გამოიყურება ნოდიკო ტატიშვილის სახლი (ფოტო)