Digest Logo

„ოდესმე რომ მკითხავენ, რას გრძნობდი მშობიარობის დროსო? აუცილებლად ვეტყვი რომ...“ - მარიტა მელიქიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

1641032105
მარიტა მელიქიშვილი და გიორგი გასვიანი

მსახიობების წყვილს, გიორგი გასვიანს და მარიტა მელიქიშვილს 24 დეკემბერს ვაჟიშვილი, გალაკტიონი შეეძინათ. 

გიორგი გასვიანმა შვილთან პირველი შეხვედრის ამსახველი ემოციური კადრები სოციალურ ქსელში მომენტალურად გამოაქვეყნა, ცოტა მოგვიანებით კი ემოციური პოსტი ფეისბუკის პირად გვერდზე მარიტა მელიქიშვილმაც დაწერა.

„...თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი“

ჩვენი ცხოვრების ყველაზე ლამაზი წარმოდგენა 24 დეკემბერს შუადღის 14:00-ზე დაიწყო და საღამოს 19:54-ზე დამთავრდა, თუმცა ეს იყო დამთავრება, რომელიც ახალ დასაწყისს, სხვა რეალობას და მილიონ სიახლეს გვპირდებოდა.

ოდესმე რომ მკითხავენ:

- რას გრძნობდი მშობიარობის დროსო?

აუცილებლად ვეტყვი რომ ეს იყო ძლიერი კავშირი მიწიერ და ზეციურ სამყაროსთან. ერთდროულად გრძნობ საკუთარ სხეულს და მასში ღმერთის მიერ მოვლენილ ახალ სიცოცხლეს!

მადლობა გაგუას მთელ გუნდს განსაკუთრებული ყურადღებისთვის და პოზიტიური განწყობისთვის.

სამშობიარო ბლოკი თქვენი წყალობით ერთი დიდი დღესასწაული იყო სადაც თავს ისე ვგრძნობდით,როგორც საკუთარ სახლში“, - წერს მარიტა მელიქიშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„6 ბავშვი უთითოდ ხვდება 2022 წელს“ - ჟურნალისტის ემოციური პოსტი

🔵„ახალო წელიწადო, თუ რამ შეგიძლიან, თვალი აგვიხილე, ყურებიდამ ბამბა გამოგვაცალე“... - ილია ჭავჭავაძე

🔵გაინტერესებთ როგორ უნდა გამოხვიდეთ ნაბახუსევისგან მარტივად?

🔵ალერგიის გამომწვევი მიზეზები ახალი წლის დღეებში