Digest Logo

🎥 „ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა... ამოვიდა ყელში... ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან აპლიკაციის ფორმა?!“ - რაზეა გაბრაზებული ფხაკაძე?

1623391091
ფხაკაძე

„ნერვებმა ვერ გამიძლო, ამომასხა... კითხვა მაქვს, ვინ შეავსო საქართველოს მხრიდან „გავიში“ აპლიკაციის ფორმა?!“ - ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ ფეისბუკზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მთავრობამ „ფაიზერთან“ ერთად გააკეთა ერთობლივი განცხადება, რომ ამერიკა ვაქცინებით დაეხმარება „კოვაქსის“ პლატფორმაზე არსებულ IMC ქვეყნებს - 92 სახელმწიფოს.

მათთვის და ასევე აფრიკის კავშირის სახელმწიფოებისთვის იქნება გამოყოფილი 500 მლნ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა.

„ვაქცინები გამოყოფილია IMC ქვეყნებისთვის.

აგიხსნით, ეს რას ნიშნავს. როცა „კოვაქსი“ ჩამოყალიბდა, იქ გაწევრიანდნენ ორი ტიპის ქვეყნები: 1. ღარიბი სახელმწიფოები, რომლებმაც განაცხადეს, რომ დამოუკიდებლად ვაქცინების შეძენა არ შეუძლიათ;

2. თვითდაფინანსებაზე მყოფი ქვეყნები.

მარტივად რომ გითხრათ, აპლიკაციაში ჩაწერეს, რომ ჩვენ ისეთი მაგრები ვართ, ვაქცინას ისედაც ვიყიდით, მაგრამ ბარემ „კოვაქსიდანაც“ რაღაცას ავიღებთო.

და რა არის რეალობა?! - დღეს ვაქცინები არ გვაქვს, მივჩერებივართ „კოვაქსს“ და თანაც ჩამოვიტანეთ რაღაც გაურკვეველი ეტიმოლოგიის ჩინური ვაქცინები“, - აცხადებს ფხაკაძე.