
„მთვრალი ხომალდის კაპიტანი ვარ, ეკიპაჟს ვეძებ, შორს რომ გავცურო, შემოდგომაზე, ღვინო დავწურო, მთვრალი...“ - ოდნავ ხრინწიანი ხმით უნდა წაგეღიღინათ და სადღაც გონების მიღმა მსახიობ - კოსტა სანიკიძის ხმაც უნდა გაგეგოთ.
სიმღერას „მთვრალი ხომალდი“ ჰქვია. ალბათ, ცოტამ თუ იცის რომ იგივე სათაურის ლექსი ცნობილ უცხოელ პოეტს - არტურ რემბოს ეკუთვნის. მისი ლექსის სტრიქონი კი შემდეგნაირად იწყება: „როცა მე მდორე მდინარეთა მივყევ დინებას,
ვიგრძენ, მეგზური აღარ მყავდა და ვერც მოვძებნე,
სამიზნოდ სამოსგანძარცული მებაგირენი
გაეკრათ ველურ ინდიელებს ფერად ბოძებზე“.
რატომ გიამბეთ ამდენი? რადგან ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა - გიორგი კეკელიძემ გააკეთა ამ საკითხზე აქცენტი და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
„ერთმა გოგონამ დამირეკა და ბრძანებითი კილოთი მითხრა: ესა და ეს ჟურნალისტი ვარ და „პრაიმ-ჰაუსზე“ თქვენი აზრი მოგვახსენეო.
ხმის კოჭებშივე ეტყობოდა, დაახლოებით ასეთ პასუხს ელოდა: „აბა, ამ მდარე შოუზე ლაპარაკს როგორ მკადრებთ, მხოლოდ ერთი წუთით შევხედე და სრულიად საკმარისი იყო მეტი აღარ მენახა და სხვანი“.
მე კი გრძელ გზაზე ვიდექი და დაწვრილებით მოვუყევი ლენუკას, გოგას, ბაგირას, სალის, გურამის, თამაზას და კოსტას და სხვათა შესახებ. ვერ დავინახავდი, მაგრამ მკაფიოდ ვიგრძენი, სახეზე გაკვირვებამ და ცოტა წყენამაც გადაურბინა. ერთი ეგ იყო, საუბრის დასასრულს, ჩემში პროფესიულმა „პაკაზუხობამ“ იმძლავრა და უაღრესად მოკრძალებული გულისტკივილი გამოვხატე, რომ ,,მთვრალი ხომალდი" კარგა ხანია არტურ რემბოს ლექსია და ხალხს კოსტა სანიკიძის ჰგონია. მაგრამ ეგ არაფერი, მე კოსტას და ხალხსაც ყველაფერს ვაპატიებ“, - წერს კეკელიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ: