Digest Logo

„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

1653115119
ძაზა თელია

დერმატოლოგი ზაზა თელია ადამიანისთვის გარუჯვით მიყენებული ზიანის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. თელია განმარტავს რომ უსაფრთხო გარუჯვა არ არსებობს, ამასთან ის აღნიშნავს თუ რა რისკები ახლავს თან სოლარიუმს.

„სოლარიუმი და ჯანმრთელობის რისკები - არსებობს ხშირი სპეკულაცია რომ სოლარიუმი უსაფრთხოა, ასევე რომ ის ხელს უწყობს D ვიტამინის გამომუშავებას

სამეცნიერო მტკიცებულებების სწრაფი მიმოხილვა

სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები 10-ჯერ აღემატება მზის პიკურ პერიოდში არსებულ ბუნებრივ ულტრაიისფერ სხივებს სიძლიერით.

არ არსებობს უსფართხო გარუჯვის ცნება მედიცინაში.

მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით, კანის ბრტყელუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 67%-ით, ბაზალურუჯრედოვანი კიბოს განვითარების რისკს 29%-ით.

სამეცნიერო მტკიცებულებით რისკები იმდენად დრამატულად მატულობს რომ რიგ ქვეყნებში გარუჯვის მიზნით სოლარიუმის გამოყენება აკრძალულია.

აშშ-ში FDA-ის რეგულაციით ყველა აპარატზე გამოკრულია ე.წ Warning Label

სოლარიუმი არ არის უფრო უსაფრთხო ვიდრე მზის ულტრაიისფერი სხივები
გამოკითხულ მოზრდილ ადამიანთა 25%-ს ამის შესახებ წარმოდგენა არ აქვს (AAD Survey).

გარუჯვა სოლარიუმი ან მზის ულტრაიისფერი სხივები ნაადრევად აბერებს კანს.

ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები, კანის სიმკვრივე ნაადრევად ვითარდება იმ ადამიანებში ვინც ირუჯება. მათ უვითარდებათ „ტყავისებური კანი“.

გარუჯვა ადრეულად აბერებს კანს

სოლარიუმის გამოყენება დრამატულად აჩქარებს კანის დაბერების პროცესს.
სოლარიუმს შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზაინება.

სოლარიუმისგან მიყენებული დაზიანებები ხშირია, როგორებიცაა - დამწვრობა, გონების კარგვა, თვალის დაზიანება.

„ბაზური“, პირველად რუჯს არ შეუძლია მოახდინოს დამწვრობის პრევენცია
ბევრს სჯერა რომ სოლარიუმში უკვე მიღებული რუჯით შესაძლებელი მოახდინონ კანის დამწვრობის პრევენცია.
ეს მითია, შესაძლებელია დამწვრობა ამ შემთხვევაშიც განვითარდეს.

ყოველ ჯერზე როდესაც იღებ რუჯს ან დამწვრობას, შენ ასევე აზიანებ დნმ-სს, რითაც იზრდება კანის კიბოს განვითარების რისკი.

რუჯზე უარის თქმით შენ ამცირებ კანის კიბოს რისკს

ქალები რომლებიც ირუჯებიან სოლარიუმში 30 წლამდე ასაკში - აქვთ 6-ჯერ მომატებული მელანომის განვითარების რისკი.

სოლარიუმის გამოყენებით D ვიტამინს ვერ მივიღებთ

ალბათ გსმენიათ ამის შესახებ

მაგრამ....

სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები უპირატესად გამოყოფს UVA (ულტრაიისფერ A სხივი), ორგანიზმს კი სჭირდება UVB (ულტრაიისფერი B სხივი) იმოსათვის რომ წარმოქმნად D ვიტამინი.

D ვიტამინის ადეკვატური რაოდენობის მისაღებად რეკომენდებულია ადეკვატური კვებითი რაციონი.

D ვიტამინის (25 OH D) ნორმალური მაჩვენებელია - >20ნგ/მლ <12ნგ/მლ ნიშნავს დეფიციტს

D ვიტამინის ათვისების კარგი წყაროა მზის სხივები.

საჭიროა დღის განმავლობაში სულ რაღაც რამოდენიმე წუთით მზის სხივების ზემოქმედება კანზე და ჩვენ საჭირო რაოდენობა გვექნება.

ალტერნატიული კარგი საკვები წყაროა:

ცხიმიანი თევზი - ორაგული, სკუმბრია, ოკეანის ან ზღვის თევზეულობა
ძროხის რძე, სოიო, ნუში, შვრია
კვერცხი
ღორის ხორცი
მარცვლეული
მზის ულტარიისფერი სხივების კანის პატარა უბანზე (მაგალითად სახე) სხივების 10-15 წუთიანი ზემოქმედება სრულად საკმარისია.

გარუჯვაზე დამოკიდებულება (Addiction) სერიოზული რისკია
სამეცნიერი მტკიცებულების მიხედვით გარუჯვა იწვევს დამოკიდებულებას.

18-დან 30 წლის ასაკის თეთრ კანიანი ქალების დაახლოებით 20%-ში დაფიქსირებული გარუჯვაზე დამოკიდებულება.

მათ უჭირთ გარუჯვაზე უარის თქმა, როდესაც ისინი იღებენ ბალანსირებულ, არაგადაჭარბებულ ულტრაიისფერ სხივებს ეწყებათ დეპრესია და მოუსვენრობა.

ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი გარუჯვაზე დამოკიდებულების პრევენცია.

გარუჯვას შეუძლია სტრიები გახადოს უფრო თვალშისაცემი

საუკეთესო გზა სტრიების დასაფარად არის აუტო-რუჯი

არასწორი ინფორმაციის მიწოდება სოლარიუმის მომხმარებლებისთვის ხშირი პრაქტიკაა
სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში ხშირია „false and misleading information“
გამოკითხულ თანამშრომელთა 90% რომლებიც მუშაობენ სალონებში ამბობენ რომ სოლარიუმით გარუჯვა არ წარმოადგენს ჯანმრთელობის რისკებს, მეტიც ზოგიერთი მათგანი აფიქსირებს რომ ის სასარგებლოც კია.

აუტო-რუჯის გამოყენება არის უსაფრთხო და ეფექტური ალტერნატივა გარუჯვის მიზნით, კანის კიბოს, ნაოჭების, კანის დაბერების რისკების ზრდის გარეშე.

არ უნდა დაგავიწყდეთ მზის დამცავის გამოყენება აუტორუჯის შემთხვევაშიც
და ბოლოს.....

აშშ-ში CDC-ის (დაავადებათა კონტროლის ცენტრი) მონაცემებით:

აშშ-ში თუ არავინ 18 წლამდე ასაკში არ გამოიყენებს სოლარიუმს, ამით შესაძლებელია 61 839 მელანომის განვითარების და მელანომით გამოწვეული 6 735 სიკვდილის პრევენცია.

არასდროს არ არის გვიანი უარი თქვა

შენს ორგანიზმს აქვს უნარი დაიწყოს აღდგენა ულტრაიისფერი სხივებით მიყენებული დაზიანებების გამოსასწორებლად“, - წერს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მეგონა, ვეღარავის შევიყვარებდი - ვერ შევიყვარებდი კი არა, უკვე ვაფრენ, ვაღმერთებ“ - ინგა გრიგოლია

🔵„დაიმახსოვრეთ, დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება“ - ცაგარელი

🔵„უკრაინის ომბუდსმენი ჯოჯოხეთურ ცნობებს ავრცელებს - ერთი წლის ბიჭი გაუპატიურები შემდეგ გარდაიცვალა“ - ნათია ფანჯიკიძე