Digest Logo

„მხედრიონმა დასავლეთ საქართველოში ჩაიდინა იგივე რასაც  რუსეთი სჩადის უკრაინაში - სისასტიკის ყველა კომპონენტით, მათ შორის გაუპატიურებით“ - ნანა გეგეჭკორი

1651989855
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი, საქართველოში 90-იან წლებში შექმნილ სამხედრო ორგანიზაცია „მხედრიონზე“ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ისინი სასტიკ დანაშაულებს ჩადიოდნენ საქართველოში.

„სადღაც გადავაწყდი სენტიმენტებს მხედრიონზე და არ შემიძლია არ ვთქვა.

მხედრიონი იყო კრიმინალური დაჯგუფება, რომელმაც დასავლეთ საქართველოში ჩაიდინა იგივე დანაშაული რასაც ახლა რუსეთი სჩადის უკრაინაში. სისასტიკის ყველა კომპონენტით, მათ შორის გაუპატიურებით.

ძალიან იშვიათად არსებობს ცხოვრებაში ისეთი მოვლენა რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე აქვს, უმეტესად შავსა და თეთრს შორის არის ტონების გრადაცია. მხედრიონი იყო ცალსახად შავი ლაქა, უბოროტესი ძალა, რომელმაც საქართველოს ევროპული მომავალი განუსაზღვრელი დროით გადაავადა.

ოდესმე, საქართველოში თუ ეს ორგანიზაცია რაიმე ფორმით დაშვებული გახდა, ან თუნდაც რომანტიზირებულ იქნა, მე პირადად ტურისტადაც არ ჩამოვალ იმ ქვეყანაში და არც შვილებს გავუშვებ. ერთხელ უკვე გავატარე სარდაფებში ბავშვობა ამ ბოროტმოქმედების წყალობით“, - წერს ნანა გეგეჭკორი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი

🔵„ერთი რამ მინდა დაიმახსოვროთ - არასოდეს მოგცემთ ჩემი გაბრაზებით, ან ცუდად ყოფნით გამოწვეული სიხარულის საბაბს...“ - რას წერს დავით ოქიტაშვილი

🔵„ბავშვი სასწაულებრივად აგრძელებს სიცოცხლისთვის ბრძოლას, თუმცა გზა საკმაოდ ხანგრძლივი და რთულია“ - ახალი ინფორმაცია დათიზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს