Digest Logo

„მეც­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით სული არ ამომ­ხდა, ვერ მი­ვა­ნი­ჭე სი­ა­მოვ­ნე­ბა ამ წე­რი­ლის ავ­ტორს“ - ვისზე წერს ნანა გეგეჭკორი

1638086697
ნანა გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით წერს და საზოგადოებას მიღებული შეტყობინებების შინაარსს უზიარებს.

„პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დღი­დან ერ­თსა და იმა­ვეს ვი­მე­ო­რებ. რაც მე­ტად უგუ­ლე­ბელ­ვყოფთ პრე­ვენ­ცი­ის წე­სებს, მეტი გავ­რცე­ლე­ბის არე­ალს ვუქ­მნით ვირუსს. რაც უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მით უფრო მე­ტად მრავ­ლდე­ბა ვირუ­სი, გამ­რავ­ლე­ბი­სას კი უშ­ვებს “შეც­დო­მებს” ანუ ქმნის მუ­ტა­ცი­ას. მუ­ტა­ცი­ე­ბი, დიდ­წი­ლად ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას­თან ადაპ­ტი­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მუ­ტა­ცია არა­სა­სურ­ველ გა­რე­მო­ში გა­დარ­ჩე­ნას ას­წავ­ლის ვირუსს. ამი­ტო­მაც არ ვიღ­ლე­ბით წე­რით და სა­უბ­რით – აი­ცე­რით, და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია, და­ი­ბა­ნეთ ხელ-პირი, პირ­ბა­დე ნი­კაპ­ზე კი არა, ცხვირ-პირ­ზე მო­ირ­გეთ.თქვენ­თვის, თქვენს გა­და­სარ­ჩე­ნად ვამ­ბობთ ამას, თო­რემ ჩვენ და ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი პირ­ვე­ლი­ვე შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თა­ნა­ვე ავი­ცე­რით და ნი­ღა­ბი არ მოგ­ვიძ­ვრია ცხვირ-პი­რი­დან პან­დე­მი­ის და­წყე­ბის დღი­დან.

ასაც­რე­ლად მი­მა­ვა­ლი ლიფ­ტში, მე­სენ­ჯერ­ში დაგ­რო­ვილ კი­თხვებს ვპა­სუ­ხობ­დი. ერთ-ერთ წე­რილ­ში გრძე­ლი წყევ­ლა იყო ბოლო წი­ნა­და­დე­ბით, “ფა­ი­ზე­რით” აც­რი­სას ამოგხდეს სუ­ლიო… ავ­ტორს ფბ ეკ­ლე­სია ჰქონ­და გა­მარ­თუ­ლი და ლო­ზუნ­გად ეწე­რა – “მე მიყ­ვარს ჩემი პატ­რი­არ­ქიო”.

„ფა­ი­ზე­რით” ავი­ცე­რი აქე­დან სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. მეც­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით სული არ ამომ­ხდა, ვერ მი­ვა­ნი­ჭე სი­ა­მოვ­ნე­ბა ამ წე­რი­ლის ავ­ტორს. მი­უ­ხე­და­ვად წყევ­ლის, ტა­ლახ­ში თრე­ვის და ათა­სი სა­ზი­ზღრო­ბის რა­საც ჩემ­ზე წერთ, ჩემი ოჯა­ხი კო­მენ­ტა­რებ­ში კი­თხუ­ლობს და გა­ნიც­დის, მა­ინც გირ­ჩევთ, აი­ცე­რით, თავს უშ­ვე­ლეთ სა­ნამ კო­ვიდ-სიკ­ვდი­ლის სტა­ტის­ტი­კის ნა­წი­ლი გამ­ხდარ­ხართ.

აი­ცე­რით, ატა­რეთ ნი­ღა­ბი ცხვირ-პირ­ზე და არა ნი­კაპ­ზე, და­ი­ცა­ვით დის­ტან­ცია, და­ი­ბა­ნეთ ან გა­ის­ტე­რი­ლეთ ხე­ლე­ბი სა­ეჭ­ვო ზე­რა­პი­რებ­ზე შე­ხე­ბი­სას, იზო­ლა­ცი­ა­ში მო­ე­ქე­ცით რო­გორც კი სა­ეჭ­ვო სიმპტო­მე­ბი გა­მო­გივ­ლინ­დე­ბათ.

ეს ფორ­მუ­ლა არ მუ­შა­ობს რო­მე­ლი­მე მდგე­ნე­ლის ამო­ვარ­დნი­სას. ყვე­ლა წე­სის ერ­თდრო­უ­ლად დაც­ვაა სა­ჭი­რო.და ბო­ლოს…სუფ­თად იცხოვ­რეთ და თქვენს ქმე­დე­ბებს გო­ნე­ბა მი­ა­ყო­ლე­თო ამას გვას­წავ­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სი. უხერ­ხუ­ლია უბ­რა­ლოდ, კი­დევ რომ შე­სახ­სე­ნე­ბე­ლია ეს ამ­ბა­ვი”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში ახალგაზრდა კაცი დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

🔵„მე ცალსახად მხარს ვუჭერ, რომ მწვანე პასპორტში კოვიდგადატანილის გრაფაში შევიდეს“ - თენგიზ ცერცვაძე

🔵„ეს მოსამართლეა თუ თეატრის პარტერში მჯდომი მაყურებელი?...დავიჯეროთ, რომ ამ „სენტიმენტალურ ქალზეც” აქვთ რაიმე კომპრომატი?“ - ხათუნა ხოფერია

🔵„სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს“ - რა განცხადებას აკეთებს ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„არარეალისტურ მოლოდინებს ნუ სახავთ... თქვენ ხართ დინოზავრები“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ნაცმოძრაობას მიმართავს