
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ უცნობი ადამიანები მას სანქციებით ემუქრებიან. ჩამონათვალში წერია, რომ მას აღარ ექნება ფული, ვერ იმოგზაურებს, საჭმელს ვერ შეჭამს და ა.შ.
„ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო.
ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო, მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ, შეაშინეთ ბებიათქვენი“, - წერს ნინო ნადირაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇