Digest Logo

„მეგობრებთან ერთად მატჩის ბილეთი, თითქმის, ერთი წლით ადრე იყიდა... დღეს სასტუმროს ჯავშნის გამო დარეკეს“ - რას წერს შოვში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა

1695120439
 დავით ბერიაშვილის დედა

3 აგვისტოს შოვში მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა. მომხდარი ტრაგედიის დროს ერთ-ერთი გარდაცვლილის დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, დავითის ნომერზე იმ სასტუმროდან დარეკეს, რომელიც მან ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად დაჯავშნა.

„მეგობრებთან ერთად მატჩის ბილეთი თითქმის ერთი წლით ადრე იყიდა. დღეს სასტუმროს ჯავშნის გამო დარეკეს ნომერზე, რომელიც დავითს ეკუთვნოდა და აღვადგინეთ.

ჩემთვის ძალიან ძნელი იყო სასტუმროს თანამშრომლისთვის ჯავშნის გაუქმების მიზეზის ახსნა“, - წერს დავით ბერიაშვილის დედა, ია მერებაშვილი.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵🎥 „არც ერთი დილის გათენება არ მიხარია, უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ძალით“ - ინტერვიუ შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლესთან

🔵🎥 „რაღაც მომენტში შევეგუეთ იმ აზრს, რომ ეს იყო ჩვენი ბოლო წუთები...“ - რას ჰყვებიან შოვის ტრაგედიის დროს გადარჩენილები