
2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში მოკლული 28 წლის სანდრო გირგვლიანის შესახებ საჯაროდ წერს და პოსტს თან ურთავს მის ფოტოს.
როგორც ჯამბულ გამცემლიძე წერს, დღეს მოკლული სანდრო გირგვლიანის საფლავზე იმყოფებოდა.
„ეჰ, ჩემო სანდრო, დრო იყო შენ საფლავთან დასადგომი ადგილი არ იყო, ერთმანეთს ასწრებდნენ...
გავიდა დრო, შენი სურათების ფრიალით სკამებზე წამოსკუპებულები ვეღარც კი იხსენებენ შენი გარდაცვალების დღეს.
დღეს მე ვიყავი შენ საფლავზე და ჩემ წინ ეტყობა შენი გამწარებული მამა იყო მისული, კარგა ხანს ვიყავი და წამოვედი, საფლავის დამლაგებელმა ქალბატონმა მითხრა ჯერჯერობით აქ სხვა არავინ მოსულაო, ისე კი სუსხიანი ცივი ქარი ქროდა, მაგრამ ერთი სანთლის ანთებას ნეტავი რა ხარჯი უნდა, რასაც ვერ ახერხებენ…
უფლის გლახაკები ,,სააქაოა პატარა, საიქიო დიდია და იქ ყველას მოგვეკითხება…”, - წერს ჯამბულ გამცემლიძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„დღეს ძალიან მძიმე ეთერი მექნება... გადაცემა ეხება გიორგი სანაიას საქმეს“ - ვახო სანაია
🔵VIDEO: სოსო პავლიაშვილის ახალ კლიპში ბუბა კიკაბიძეც გამოჩნდა
🔵„ბოლოს გავნარკომანდებით ყველანი“ - ვახო სანაია გიორგი ფხაკაძეს მიმართავს
🔵„ეს რა შეიტყო ჩემმა საოხრემ, ეს რა იხილა ჩემმა თვალებმაო“ - რას წერს ნათია ფანჯიკიძე