
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ასტრაზენეკით“ ვაქცინირებულებისთვის მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს. ამბობს, რომ მათ დეკემბერში ბუსტერ დოზის გაკეთება დასჭირდებათ.
„ბრიტანეთში ასტრაზენეკას ვაქცინის ბუსტერი დასაშვებია ბოლო ვაქცინაციიდან 6 თვის შემდეგ > 50 წლის მოქალაქეებისთვის, რისკის მქონე შუა ასაკის ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.
ბუსტერად გამოსაყენებლად უპირატესობა ენიჭება „ფაიზერს“ ან „მოდერნას“.
საქართველოში ასტრაზენეკას ორი დოზით აცრილია 58 689 ადამიანი, მათი ძირითადი ნაწილისთვის ბუსტერის საჭიროება დადგება დეკემბერში! იქამდე აუცილებლად დამტკიცდება ეს წესი ჩვენთან.
პ.ს. მე ბუსტერი მიწევს 4 დეკემბერს“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵27 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
🔵„ზარი რომ დაირეკა, მოირბინა და დედაჩემი იყავიო - მთხოვა პატარა ბიჭმა, რომელსაც დედა არ ჰყავს“ - პედაგოგის ემოციური წერილი