Digest Logo

„მას უნდოდა ექიმი გამხდარიყო მაგრამ... მთელი მარნეული გლოვობს. ჩემს მეგობართან მიდიოდა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად“ - ჯეიჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი

1669277254
ფირანგიზ ხალილოვა

მარნეულში 17 წლის გოგოს ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. დაღუპული არასრულწლოვანი - ფირანგიზ ხალილოვაა.  როგორც ცნობილია, ის აბიტურიენტი იყო და ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, მასწავლებელთან მიდიოდა.

ფირანგიზს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი ემშვიდობება.

„დღეს მარნეულში, 17 წლის მოზარდი რომელიღაც უპასუხისმგებლო მძღოლის მსხვერპლი გახდა და დაიღუპა. არადა, დღე ჩემს მეგობართან მიდიოდა ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად, თუმცა ვერ მიაღწია. მას უნდოდა ექიმი გამხდარი იყო მაგრამ... დღეს მთელი მარნეული გლოვობს.  
ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა იყოს? ოჯახს და ამ გოგოს მასწავლებელს Elvir Hasanoğlu-ს ვუსამძიმრებ დღეს მათ ყველაზე მეტად სტკივათ..

საჭესთან მჯდომმა ადამიანებმა უნდა იფიქრონ გადაჭარბებულმა სიჩქარემ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს. სხვანაირად ეს უბედურება არ დამთავრდება“, - წერს  ჯეიჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ჩემი ელექსირი მაქვს, რა. სითხეს ვამზადებ და ვასმევ...“ - რას ჰყვება „მამულიჩა“ ლელა წურწუმიაზე

🔵„ტრიპლდემია დაიწყო, რაც გულისხმობს ერთდროულად სამი ვირუსის გააქტიურებას“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე

🔵„ისევ მოვიმატე, არა იმდენი, რაც დავიკელი, მაგრამ მაინც. ცოტა არ იყოს, მომბეზრდა მუდმივ რეჟიმში ყოფნა“ - რას ჰყვება ბაჩო ქაჯაია