Digest Logo

„მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი“ - გიორგი ფხაკაძე

1652980204
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილაზე (მაიმუნის ვირუსი) წერს, რომელიც ბოლო დღეებია, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. 

მისი თქმით, მაიმუნის ვირუსის მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი ამჟამად არ არსებობს.

„მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში.

ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამდენიმე შემთხვევა.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ, თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.

სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს.

ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რა მრავლის მთქმელია აზოველების გამოხედვა...“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ლალი მოროშკინა

🎥 „ბოლოს საქართველოში დაბრუნების წინ ვნახეთ, ძალიან ენატრებოდა ბავშვი და ძალიან უნდოდა ნახვა...“ - სოფო ნიჟარაძემ ელის-მარია სააკაშვილთან ერთად მესამე პრეზიდენტი მოინახულა

🔵„მივიღე გამოწვევა - ამ შანსის გამოყენება ჩემთვის დიდი პროფესიული გამოცდილება იქნება“ - მარიტა მელიქიშვილი