Digest Logo

„ლევანიკო არის ჩემი მეორე შვილი - წლებია ყველა, ვისაც ის გვიყვარს, მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით...“ - მაია ასათიანი

1642533761
მაია ასათიანი და ნათია გოგსაძე

ჟურნალისტი მაია ასათიანი თავისი კოლეგის ნათია გოგსაძის შვილის, ლევან გაფრინდაშვილის ჯარში გაწვევასთან დაკავშირებულ ამბავს ეხმაურება. ასათიანი წერს, რომ ლევანი უახლოეს გარემოცვასაც კი არ ელაპარაკება.

„ლევანიკო არის ჩემი მეორე შვილი, ჩემი უახლოესი მეგობრის, ნათია გოგსაძის უფროსი ვაჟი. წლებია ყველა, ვისაც ის გვიყვარს მის მიერ ნათქვამ თუნდაც ერთ სიტყვას უშედეგოდ ველოდებით.

ლევანიკო მძიმე ფორმის აუტისტია. დღეს ჩატარდა სასამართლო პროცესი, სადაც წარდგენილი იყო პოლიციის ოქმი, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ გამომძიებელი ორჯერ ესაუბრა მას (!!!) და ლევან გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ჯარში წასვლაზე !!!

ჩემი ნათია 18 წელია უშედეგოდ იბრძვის, რომ შვილმა დედა დაუძახოს !!!”, – წერს მაია ასათიანი.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ ნათია გოგსაძის შვილი, რომელსაც აუტისტური სპექტრი აქვს, ჯარში გაიწვიეს. როგორც ნათია ამბობს, პოლიციამ შეადგინა ოქმი, რომლითაც ამტკიცებს, რომ ბიჭი, რომელიც უცხოებთან საერთოდ არ კონტაქტობს, მათ ესაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„მუდმივად სიყვარულს ვეძებ, ამ შემთხვევაში კი ამის წინააღმდეგ მივდივარ..." - რატომ ატირდა ნელი აგირბა გადაცემის ჩაწერის დროს

🔵„სააკაშვილს გლდანის ციხეში თუ გადაიყვანთ, ვვარაუდობ უარესი გელით“ - გიორგი მშვენიერაძე

🔵მეუფე ნიკოლოზი ციხეში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

🔵უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

🔵„კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად“ - ცაგარელის დღის რჩევა

🔵მაგნიტური ქარიშხლების გრაფიკი ნოემბერში