Digest Logo

ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა - „ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს“

1653211528
ლევან მამალაძე

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში 20 წლის შემდეგ დაბრუნდა, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღეა რაც დავბრუნდი ჩვენს სამშობლოში. ვგრძნობ თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს, რაც კიდევ უფრო დიდი ენერგიით მავსებს. უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს ასეთი ერთგულებისთვის და ყურადღებისთვის. უამრავი შეტყობინება მომდის თქვენგან მესენჯერში, ფიზიკურად იმდენი, რომ ყველას წაკითხვას რამდენიმე დღე სჭირდება.

ამიტომ ძალიან გთხოვთ ნუ გამინაწყენდებით, თუ პასუხს ვერ გიბრუნებთ, უყურადღებობაში არ ჩამომართვათ. 20 წელი ვიყავი სამშობლოს მოწყვეტილი და ალბათ გამიგებთ ძალიან დატვირთული დღეები მაქვს.მიყვარხართ და კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა თქვენი სიკეთისთვის და სითბოსთვის, თქვენი ყურადღებისთვის. - მუდამ თქვენი ლევანი“, - წერს ლევან მამალაძე.