Digest Logo

„კი, ამერიკაშიც კლავენ ქმრები ცოლებს, ბელგიაშიც, იაპონიაშიც“... - გიგა მაქარაშვილი

1653155932
გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, თბილისში დღეს მომხდარ მკვლელობას სოციალურ ქსელში ასე ეხმიანება:

„კი, ამერიკაშიც კლავენ ქმრები ცოლებს, ბელგიაშიც, იაპონიაშიც!

კლავენ მუსლიმებიც, ქრისტიანებიც, ბუდისტებიც!

კლავენ მუსიკოსებიც, პოლიციელებიც, ქუჩის ბიჭებიც.

კლავსნენ წარსულშიც, კლავენ ახლაც და არც ხვალის იმედი უნდა გვქნოდეს დიდეა :?

ყველგან ხდება და ყველგან ერთნაირად ამაზრზენია მოძალადე!

ჩალის ფასი ხდება მთელი სამყარო, როცა მამა, შვილების თვალწინ დედას კლავს!

ძალადობა პირდაპირ პუტინის თანამოაზრეობას ნიშნავს!

არასდროს, არცერთი სავარაუდო ძალადობაც კი არ გაატაროთ!

არ წაუყრუოთ!

უნდა ვაჯობოთ!“ - წერს გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, 21 მაისს თბილისში შემზარავი შემთხვევა თბილისში - ქმარმა მცირეწლოვანი შვილების თვალწინ ცოლს მუნიციპალურ ტრანსპორტში ყელი გამოჭრა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ დანაშაულს გულისხმობს. სასჯელი 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი