Digest Logo

„ქართველებს საფრანგეთში სნიკერსი და კარაქი არ მოუპარავთ“ - ნუგზარ სულაშვილი

1642875534
სნიკერსი

საფრანგეთი–საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ქართველებს საფრანგეთში სნიკერსი და კარაქი არ მოუპარავთ.

„ცრუ ინფორმაცია!

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველებმა საფრანგეთის ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან მოიპარეს დიდი რაოდენობის სნიკერსი და კარაქი, სინამდვილეს არ შეესაბამება.

ავტომობილი ნამდვილად დააკავეს სამართალდამცველებმა გადაჭარბებული სიჩქარის გამო. მძღოლმა და მგზავრებმა ვერ წარმოდგინეს შესაბამისი ჩეკები, რითაც დაადასტურებდნენ, რომ პროდუქტი კანონიერი გზით ჰქონდათ შეძენილი, რის გამოც ისინი კომისარიატში გადაიყვანეს.

ჩვენმა ადვოკატებმა გადაამოწმეს იმ მარკეტების ვიდეო კამერები, სადაც პროდუქტი იქნა შეძენილი და სალაროს მონაცემები წარუდგინეს გამოძიებას.

დადგინდა, რომ ქალბატონი, რომელიც დაკავებულია კულინარიით, ამზადებს სადღესასწაულო ტორტებს და სხვა საკონდიტრო ნაწარმს გასაყიდად, ხშირი მომხმარებელი იყო აღნიშნული სავაჭრო ობიექტების.

ამიტომ მოგმართავთ თხოვნით: არ გადაყაროთ შეძენილი საქონლის სალარო ეტიკეტები, თუნდაც რამდენიმე დღით, რომ მსგავს უსიამოვნებას აარიდოთ თავი“, - წერს სულაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„ავარიაში მოყვა, მარტო იყო...“ - ვისზე წერს თეონა ცხომელიძე

🔵დაათვალიერეთ, ე.წ. კანონიერი ქურდის ზაქარია კალაშოვის მდიდრული სასახლე

🔵VIDEO: „დღევანდელ დღეს წავიდა... მოუნელებელი ტკივილი და უსაშველო მონატრება“ - ინგა გრიგოლია ლევან ჩხაიძეზე

🔵„მშვიდობით“ - პირველი ქართველი მილიონერი გარდაიცვალა

🔵„სული გამეყინა... როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ“ - ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი კორონავირუსით გარდაიცვალა

🔵„ომიკრონმა სახით მათრია“ – გიორგი ჯანელიძე კოვიდს ებრძვის