
6 მაისს ტელეწამყვანის და თეატრმცოდნის, ნიკოლოზ წულუკიძის შვილის, 2 წლის კიტას სამოქალაქო პანაშვიდი სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართა. ტრაგიკულად დაღუპული პატარა უკანასკნელ გზაზე უამრავმა ადამიანმა გააცილა.
სოციალურ ქსელში დიზაინერი ლიკა ყაზბეგი ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
„ღმერთო, რა დამავიწყებს ამ კადრს და ნიკას სიტყვებს დღეს სიონში...
თუ ცუდი რამ ხდება ადამიანის თავს და იმ ადამიანს, ბევრი ცოდვა აწევს კისერზე, რაღაცნაირად ჟანრის კანონში სვამ ამ ყველაფერს, მაგრამ... ნიკა, შენ რა შუაში იყავი ამ ყველაფერთან?
ვერც გონებით ვაცნობიერებ და ვერც გული იტევს განცდას“, - წერს ლიკა ყაზგები.
ცნობისთვის, 3 მაისს ტელეწამყვანის ნიკოლოზ წულუკიძის 2 წლის შვილი კორპუსის მე-10 სართულიდან გადავარდა და გარდაიცვალა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵8-წლიანი თანაცხოვრება, მდიდრული სახლი, მეუღლე და შვილები - ნიკოლოზ წულუკიძის პირადი