Digest Logo

„გაფრთხილებდით, რა მივიღეთ, ჩემი ლანძღვა… „ზელიონკით“ მკურნალობა და ექიმბაშების შელოცა იქნება „ზე მოთხოვნადი“… - გიორგი ფხაკაძე „მაიმუნის ყვავილზე“

1658655061
გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი - გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „მაიმუნის ყვავილის“ შესახებ წერს. მისი თქმით, ამ ვირუსისთვის საქართველო მზად არ არის. 

„მაიმუნის ყვავილი“ არის მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გადაუდებელი სიტუაცია საქართველოს ჩათვლით.
საქართველო მზად არის?! პასუხი - არა 

კოვიდის პანდემია ვერ მართეს და ამ პანდემიას მიხედავენ? პასუხი - ვერა. 

2022 წლის 19 მაისიდან გაფრთხილებდით… რა მივიღეთ, ჩემი ლანძღვა… ამაში მაგრები ვართ ვლანძღოთ სამართლის მთქმელი…

დალაგებულ, არაკორუმპილებულ ქვეყანაში სადაც საკითხს მართავენ პროფესიონალები და კომპეტენტური პირები ყველაფერი კარგად იქნება.

საქართველოში კი ისევ გამოიგონებენ კორუფციულ სქემას რომ ფული იშოვონ…. ნეტავ 1 მილიარდზე შეჯერდებიან?!

საქართველოში ისევ „გამოწურავენ“ ექიმებს, ექთნებს და სანიტრებს საავადმყოფოებში და მერე „გადააგდებენ“ ეს ხომ მოსული „პონტია“.

საერთოდ, ვინმე ფიქრობს სამედიცინო პერსონალზე?! პასუხი - არა 

საქართველოში ისევ გამოიყენებენ პანდემიას პოლიტიკური „პროცესების“ სამართავად… არ უქნიათ თუ არ გაბედავენ ?! რა ვიცი …

და პოლიტიკურად (ფარულად თუ ღიად) ანგაჟირებული ექსპერტები (საქართველოშიც და საზღვარგარეთ) ასევე გააგრძელებენ თქვენს „დაბოლვას“ და შესაბამისი „სააგენტოები“ გააგრძელებენ მათ „გაპიარებას“.

დამღლელია, ოღონდ მართლა ….

დამავიწყდა, დამემატებინა, საქართველოში კოვიდი ხომ „არ არის“, ისევე როგორც თურქმენეთში….

საქართველოში „სეზონური გრიპი“ არის, „უცნაური ფილტვების ანთებით“. გადავსებულია რეანიმაციული განყოფილებები, მაგრამ ეს კოვიდი არ არის. ვინაიდან, „კოვიდის“ დაფინანსების კოდი არის გაუქმებული.

ანუ ფინანსისტებმა გადაწყვიტეს რომ კოვიდი არ არის საერთოდ მეცნიერება, ექსპერტიზა ამ ქვეყანაში რამეს წარმოადგენს?!

დამავიწყდა, ასტროლოგების მიერ მართული ქვეყანაა საქართველო.  

„მაიმუნის ყვავილზე“ ნეტავ, რას „მოიგონებენ“? ალბათ, „დერმატიტი“.

დარწმუნებული ვარ, „ზელიონკით“ მკურნალობა და ექიმბაშების შელოცვებით მკურნალობა იქნება „ზე მოთხოვნადი“…

ბნელითა „გაბოლებთ“ და თქვენ რატომ „ბოლდებით“?! - წერს ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ასეთ საქციელზე მაღალი ჯარიმები უნდა იყოს, საფრთხეს უქმნიან ყველას“ - რა ფოტო ვრცელდება ბათუმის სანაპიროდან

„ისეთი საამაყო ქართველი მუსიკოსია, რომ დაგენანათ რუსეთისთვის? მის გამოსვლებს მუსიკად ვერც აღვიქვამ და შესაბამისად, არც მაინტერესებს“ - მაია კაჭკაჭიშვილი გოგიტიძეზე

„იტალიიდან „ცინკის“ კუბოთი უნდა ჩამოგიყვანოო“ - რას ჰყვება ქართველი ემიგრანტი, რომელსაც ქმარი ემუქრება და შვილის ნახვის საშუალებას არ აძლევს