Digest Logo

„გააზიარეთ, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება“ - ბელგიაში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

1695145217
ზურაბ დოლიძე

ბელგიაში, ბრიუსელში 36 წლის ქართველ ემიგრანტს  ზურაბ დოლიძე ეძებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ემიგრანტების იმედი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს:

„დაიკარგა ქართველი ემიგრანტი ზურაბ დოლიძე, 36 წლის ბელგიაში, ბრიუსელში...

ეძებს იტალიაში მყოფი ემიგრანტი დედა. ზურა გაუჩინარებულია და ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია დედასთანაც შეწყვიტა მიმოწერები. სოციალური ქსელებითაც აღარ უსარგებლია.. დედა ამბობს, რომ არ არსებობს ამდენი დღე ჩემთვის არ მოეწერაო, ძალიან განიცდის ნერვიულობს შვილზე რამე ხომ არ შეემთხვაო...

გააზიარეთ, გთხოვთ, გამოგვეხმაუროთ თუ ვინმეს გეცნობათ და ნახეთ სადმე. შოთო სიხარულიძე ემიგრანტების არხი.

გააზიარეთ უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება კარგად დააკვირდით ფოტოს. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ თუ ვინმეს რამე ინფორმაცია გაქვთ ზურას შესახებ.. "შოთო სიხარულიძე გთხოვთ ილოცოთ, რომ კარგად იყოს ეს ადამიანი ძალიან ვნერვიულობ.... ღმერთო ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნე ოჯახს გააზიარეთ და მაქსიმალურად დააკვირდით კარგად ამ ფოტოს სადმე ხომ არ გინახავთ...“, - წერს შოთო სიხარულიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

„წალენჯიხაში კემბრიჯის სკოლა აშენდება“ - თამარ ბელქანია

ნატო გელაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან - „როგორც იქნა გვეღირსა“

გიორგი ნაზღაიძე შეყვარებულია - ტელეწამყვანი პირადზე ალაპარაკდა