Digest Logo

„ფიზიკურად ცოტა არ მომეწონა, მაგრამ გადაღლილობას დავაბრალე“ - რუსუდან შარაძე გიორგი კეკელიძეზე

1653152162
რუსუდან შარაძე და გიორგი კეკელიძე

2007 წლის 20 მაისს თბილისში მოკლული მეცნიერის, გურამ შარაძის შვილი - რუსუდან შარაძე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს მიმართავს, მას მამამისის გურამ შარაძის პატივსაცემად გაკეთებული საქმეების გამო მადლობას უხდის და თანადგომას უცხადებს.

„შეწუხებული იყო, - თურქეთში ვარ და ვერ დავესწრები ღონისძიებასო. გუშინ, 12.00 საათი რომ გახდა, უცბად შემოვიდა. იმდენად არ ველოდი, რომ წამიერად ვერ ვიცანი. - ვიჩქარე, არ დამგვიანებოდა და გზიდან პირდაპირ აქ მოვედიო. ფიზიკურად ცოტა არ მომეწონა, მაგრამ გადაღლილობას დავაბრალე. მადლიერებისგან გადავირიე - მაინც მოვიდა, მაინც მოასწრო. ღმერთმა გადაგვარჩინა ყველანი. გიორგი, შენ სულ კარგად უნდა იყო და ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა იცოცოცხლო!

სულ ყველაფერს რომ თავი დავანებო, რაც შენ მამაჩემისთვის გააკეთე, ჩუმად, უხმაუროდ, მორიდებით და პატივისცემით, მარტო ეს გეყოფოდა ჩემი მხრიდან, რომ ყოველდღე გლოცავდე. მიყვარხარ მთელი გულით და სულ გვერდით მიგულე, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მდგომარეობაში. 

ამ ქვეყანაში კიდევ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაისაჯონ ცილისმწამებლები, ადამიანის ღირსების შემლახველები და საერთოდ, ყველა არამზადა, ვინც სხვისი დამცირებით, სხვისი შეურაცხყოფით იკვებება და „პოპულარობას“ იხვეჭს. ყველას არ შეუძლია გადატანა, თქვე არამზადებო, ნაძირლებო, როგორ დადიხართ საერთოდ, როგორ გძინავთ?!“ - წერს რუსუდან შარაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი