Digest Logo

„ესენი აშკარად „დაბოლილები“ არიან… მეგონა ხუმრობა იყო, ყბა იატაკამდე ჩამომივარდა!“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?

1650899374
გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრძანების შესახებ წერს.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, სპორტსმენები ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლესში ჩაირიცხებიან.

აღნიშნული ბრძანება ფხაკაძემ გააკრიტიკა.

„ესენი აშკარად დაბოლილები არიან…
ჯერ მეგონა, ხუმრობა იყო, მერე დამატებითი წყაროები რომ ვნახე, ყბა იატაკამდე ჩამომივარდა!

გავიგეთ, არაპროფესიონალები, გავიგეთ არაკომპეტენტურები, გავიგეთ კორუმპირებულები არიან, გავიგეთ ჩრდილოელი მეზობლის „აპენდიქსად“ გვაქციეს, მაგრად ასე?! ანუ მომავალს ძირში ანადგურებენ!

იმის მაგივრად, რომ გავაძლიეროთ ჩვენი განათლების სისტემა და გავაძლიეროთ კონკურენტუნარიანი ახალი თაობა ესენი ზრდიან მონებს. 

დამეხმარეთ რამეს ვერ ვიგებ თუ რამე გამომრჩა? დაბოლილები არიან თუ მავნებლები?!“ - წერს ფხაკაძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„პატარა ბიჭუნა ოლიმპმა მიიღო უსასყიდლოდ... ერთმა ქალბატონმა უსასყიდლოდ დაუთმო ბინა“- ომს გამოქცეული უკრაინელი დედა-შვილის ამბავი

🔵არესტოვიჩსა და კიმის მთავარი კონკურენტი გამოუჩნდა - ვინ არის უკრაინის სუსის პრესსპიკერი არტემ დეხტიარენკო?

🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება