Digest Logo

„ეს მოსამართლეა თუ თეატრის პარტერში მჯდომი მაყურებელი?...დავიჯეროთ, რომ ამ „სენტიმენტალურ ქალზეც” აქვთ რაიმე კომპრომატი?“ - ხათუნა ხოფერია

1638081148
ხათუნა ხოფერია

გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ რესპონდენტი მოსამართლე იყო, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნდა გაასამართლოს. ლიანა ორკოდაშვილი პირდაპირ აცხადებს, რომ თუ ორშაბათს მიხეილ სააკაშვილს იუსტიციის სამინისტრო სასამართლო პროცესზე არ მიიყვანს სხდომა არ ჩატარდება. აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია გამოეხმაურა.

„ეს მოსამართლეა თუ თეატრის პარტერში მჯდომი მაყურებელი?

რა საკუთარ ემოციებზე და ფსიქოლოგიურ განწყობებზე საუბრობს?

რა პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს?

ბრალდებულის რა განსაკუთრებულობას უსვამს ხაზს?

დავიჯეროთ, რომ ამ „სენტიმენტალურ ქალზეც” აქვთ რაიმე კომპრომატი ან ვიდეომასალა?

ალბათ, სჯობს, დავიჯეროთ და 29-ში მოვემზადოთ ქუჩაში გასასვლელად…”, - წერს ხათუნა ხოფერია.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„სიახლე შეიძლება ცოტა სიმშვიდის საფუძველს გვაძლევდეს“ - რა განცხადებას აკეთებს ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„არარეალისტურ მოლოდინებს ნუ სახავთ... თქვენ ხართ დინოზავრები“ - თამარ ჩერგოლეიშვილი ნაცმოძრაობას მიმართავს

🔵რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე