Digest Logo

ეკო ფანგანი ომიკრონით დაინფიცირდა - რას წერს ტელეწამყვანი?

1642163757
ეკო ფანგანი

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ომიკრონი დაუდასტურდა, რის გამოც ძველით ახალ წელს იზოლაციაში მარტო შეხვდა. 

„ძველით ახალი წელი მიყვარს ბავშვობიდან, თუმცა წელს ვხვდები ასე უჩვეულოდ, სულ მარტო, კოვიდ/ომიკრონ დადებითი. თუმცა როგორც ხედავთ არ ვიწყენ. ჩემი კოვიდის ამბებს ამ დღეებში მოგიყვებით აუცილებლად, მანამდე კი ყველას გილოცავთ კალანდას შემობრძანებას (როგორც გურულები ეძახიან).

სიკეთე, სიხარული, მშვიდობა ხვავი - ბარაქა შემოსულიყოს ჩვენს გულებში, ჩვენს სახლებში და ჩვენს სამშობლოში.

ვისაც აინტერესებს, როგორ გამოვიყურები კოვიდის მეხუთე დღეს, მეც აქვე ვარ, გადაფურცლეთ და ნახეთ ბოლო ფოტო.

გკოცნით, გეხვევით, გამოუსწორებელი ოპტიმისტი და თქვენი მონა-მორჩილი ეკო ფანგანი“, - წერს ეკო ფანგანი.