Digest Logo

🎥 დომენიკ მანგომ აიფონისთვის თანხა ააგროვა და 8 ბავშვი გაახარა

1665032599

ბლოგერმა, დომენიკ მანგომ, რამდენიმე დღის წინ ვიდეო გაავრცელა, სადაც „აიფონ 14 პრო მაქსისთვის“ ფულის შეგროვება ითხოვა. თუმცა, საკმარისი თანხა, 4500 ლარი არ შეუგროვდა, რის გამოც ის გაბრაზდა კიდეც.

შემდეგ მან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა „ვარ ნაგლი და ანგარებიანი! თქვენ ეს აიფონი უნდა მიყიდოთ! პრინციპის ამბავია“.

ამ ვიდეოს შემდეგ მას ფული ჩაურიცხეს. რამდენიმე საათის წინ კი მანგომ ვიდეო-პერფორმანსი გაავრცელა, სადაც მღვდლის სამოსელში შემოსილი 8 ტელეფონით ხელში გამოჩნდა.

როგორც აღმოჩნდა, მას ფული იმისთვის სჭირდებოდა, რომ უპოვარი ბავშვებისთვის ტელეფონები ეყიდა.

„მღვდლისთვის ხალხის „ნაყიდი“ Iphone 14 Pro Max - გაექეცით ამპარტავნებას! 8 ბავშვს ახალი მობილური ექნება!“, - წერს დომენიკ მანგო და ახალ ვიდეოს აქვეყნებს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔘🎥 „ორი ნაბიჯის“ ერთ-ერთ მაღაზიაში მთვრალი უცხოელი თავს დაესხა თანამშრომლებსა და სტუმრებს - კადრები ადგილიდან

🔘„ჩემი ავადმყოფობის გამო, დამიგვიანდა მასზე დაწერა, თუმცა სულ თვალყურს ვადევნებდი...“ - გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე

🔘 🎥 სად არის გლდანის მეტროს მეორე ამოსასვლელი - ნახეთ, ვიდეო