Digest Logo

„დიდი ადამიანობა ვიგრძენი, გმირობის ტოლფასია რასაც თქვენ აკეთებთ მეთქი და მადლობა გადავუხადე“ - რას წერს დავით ჭაბაშვილი

1700484274
დავით ჭაბაშვილი

ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი ფეისბუკზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

ჟურნალისტი ისტორიას იხსენებს, რომელიც თავს გადახდა და მადლობას უხდის ტაქსის მძღოლს, რომელიც მისივე თქმით, ცხოველების დახმარებით, გმირობის ტოლფასს აკეთებს.

„შაბათი იყო, დედაქალაქიდან კახეთს მოვდიოდი და ისანში, კახეთის ტაქსების გაჩერებაზე მივედი, დაახლოებით 30 წუთში შეივსო მანქანა და წამოვედით, ტაქსის მძღოლი გამომეცნაურა შენ ხომ პავლიკას ბიჭი ხარო?
კახეთის გზატკეცილზე მძღოლმა ავტომობილი გააჩერა, გადავიდა და 10 “ბუხანკა” ( ასე ეძახდა) პური იყიდა, არაფერი უცნაური, ვიფიქრე სახლისთვის უნდა და მიაქვს მეთქი.
ბადიაურს რომ მივუახლოვდით, სამჯერ დაასიგნალა და მოულოდნელად, დაახლოებით 300 მეტრში შავი, დიდყურა ძაღლი ბალახებიდან გამოძვრა, ორ ფეხზე დადგა და იყურებოდა ჩვენკენ, მძღოლმა გააჩერა მანქანა, გადაუწოდა ერთი პური და ძაღლს მიაძახა ხვალამდეო.
კიდევ, დაახლოებით 3 კილომეტრში ატეხა სიგნალები, ახლა ნაცრისფერი ფინია ძაღლი გამოვარდა და დადგა გზაზე, ისევ იგივე, გავაჩერეთ, მოვიდა ძაღლი და მას ნახევარი პური შეხვდა რადგან პატარა იყო ტანით.
ისევ განვაგრძეთ გზა და ბაკურციხემდე ასე, ძაღლებს აჭმევდა, კილომეტრებიდან ცნობდნენ მისი მანქანის სიგნალს, გავოცდი და ვკითხე, აქ ხომ დღეში ათასობით მანქანა დადის, რანაირად ცნობენ შენს მანქანას მეთქი?
ხუთი წელია მე ასე ვარო, დღეში დაახლოებით 50 ლარი მრჩება მაგრამ 5 წელი, ყოველ დღე, 10 ლარის პურს ვყიდულობ, 5 პურს ლაგოდეხიდან თბილისისკენ მიმავალი ვაჭმევ და შემდეგ, თბილისიდან ლაგოდეხისკენ, ყველა ძაღლი ვიცი რომელ გზატკეცილზე რომელია მაგრამ, ერთმა ძაღლმა არ გამომხედა და ნეტავ ხომ
მშვიდობა აქვსო?
აი ძალიან დიდი ადამიანობა ვიგრძენი იმ მომენტში, გავჩუმდი და ვუთხარი, გმირობის ტოლფასია რასაც თქვენ აკეთებთ და მადლობა გადავუხადე“, - წერს დავით ჭაბაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას“- კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი

🔵🎥 „მეტირება სულ... ბიპოლარული აშლილობა მაქვს, პანიკური შეტევების ციკლი დამეწყო“ - ნინა წკრიალაშვილი