Digest Logo

„დღესასწაულის დაწესება, ეს იქნება „ოჯახის სიწმინდე“, „ოჯახის სისუფთავე“ თუ სხვა, არაფრის მომცემია“ - პეტრე კოლხი

1653158776
პეტრე კოლხი და ილია მეორე

სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მიიჩნევს, რომ დღესასწაულების დაწესებით რეალური პრობლემები არ გვარდება. სასულიერო პირს ამ შემთხვევაში მხედველობაში აქვს საქართველოს პატრიარქის მიერ დაწესებული ოჯახის სიწმინდის დღე რომელიც 17 მაისს აღინიშნება.

„ეს უნდა დამეწერა, არ მაინტერესებს, ვის მოეწონება, ვის არა… აბა მე მკითხეთ, რა მომწონს, ან რა არ მომწონს…
მოკლედ, დღესასწაულის დაწესება, ეს იქნება „ოჯახის სიწმინდე“, „ოჯახის სისუფთავე“ თუ სხვა, არაფრის მომცემია, თუ სულიერად და მენტალურად არ გავიზარდეთ... თუ არ გავიაზრეთ, რას ნიშნავს და რას ისახავს მიზნად მსგავსი ტიპის გამოსვლები და ღონისძიებები…

მე პირადად, ძალიან ბევრი ვიცი, ვინც იმ დღეს მხოლოდ იმის გამო გადის, რომ ვიღაცის მიმართ აგრესია აქვს და არიქა, ჩოხის ჩაცმით დაამტკიცოს, რომ მაგარია, რომ სიწმინდეს იცავს… არადა, უფლება რომ მისცე, ჩოხაზე მიმაგრებული ხანჯლით ადამიანს მუცელს გამოუფატრავს. რომ ჰკითხო, სიწმინდეს იცავს..

ღმერთს არ სჭირდება ძალადობრივი სიწმინდე… ან რა სიწმინდეში ხარ, თუ საკუთარი ხელი, სული თუ სამოსი ადამიანის სისხლში გასვარე…

სხვას არ უნდა დაუმტკიცო, რომ სიწმინდის დასაცავად იბრძვი, შენ თავს უმტკიცე და შენი სისუსტეების წინააღმდეგ იბრძოლე, თორემ ხომ კარგად ხედავთ, ვითომ ყველაფერს ვზეიმობთ და განსაცდელები მაინც არ მთავრდება. პირიქით, ყოველდღიურად უარესები ხდება…

იქნებ დავფიქრდეთ მაინც, რატომ ხდება ასე…. იქნებ რაღაცას არასწორად ვაკეთებთ…“, - წერს პეტრე კოლხი.

ცნობისთვის, ოჯახის საერთაშორისო დღე — 1993 წლიდან მოყოლებული აღინიშნება ყოველი წლის 15 მაისს.

1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან დაწყებული ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახის საერთაშორისო დღე. ამ თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი. ეს ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისათვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის აზრით, როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ.

საქართველოში კი ოჯახის სიწმინდის დღე, 2014 წელს საქართველოს პატრიარქმა, ილიამ მეორემ დააწესა და მას 17 მაისს აღნიშნავენ. ამ დღეს საქართველოსა და მსოფლიოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე აღინიშნება.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მხოლოდ ერთხელ ჩატარებული სოლარიუმის სეანსი ზრდის კანის კიბოს, კერძოდ მელანომის რისკს 20%-ით“ - ზაზა თელია

🔵„როცა მართვის მოწმობას უცოდინარი იღებს და გზაზე მშვიდად უშვებ პოტენციურ მკვლელს - მაშინ ბოლო ზარი მართლაც ბოლოა“ - დავით მესხიშვილი

🔵„არ ღირს დასკვნების გაკეთება სუბიექტური შეგრძნებების გავლენით, უმჯობესია ობიექტურად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები“ - ცაგარელი